მხიარული რეკლამითა და მიმზიდველი შეფუთვის დიზაინით ცნობილ ენერგეტიკულ სასამელს ამერიკაში 21 წლის ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პანერას ფირმის ენერგეტიკული ლიმონათის მიღების შემდეგ სარა კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, რადგან ენერგეტიკულ სასმელებში არსებულმა კოფეინის მაღალმა დონემ გულისცემისა და არტერიული წნევის მატება გამოიწვია, რაც ლეტალური შედეგით დასრულდა ისედაც გულის პრობლემები მქონე 21 წლის სტუდენტისთვის.
ენერგიის სწრაფი მატებისთვის შექმნილი სითხეების ეტიკეტზე ნახავთ შემადგენლობას: კეფეინს, შაქარს, “ბ” ვიტამინსა და ამინომჟავებს, რაც ზრდასრულებში ჯანმრთელობის დამატებით რისკებს ქმნის. თუმცა ბოლო წლებში მატონიზირებელი სითხეების ხშირი მომხმარებლები ბავშვებიც გახდნენ.
ამბობენ, რომ ამ გზით ენერგიის აღდგენასა და დღის განმავლობაში ძილიანობასთან გამკლავებას ახერხებენ. სინამდვილეში კი, ზოგიერთი ენერგეტიკული სასმლის ერთი პორცია იმდენივე კოფეინს შეიცავს, რამდენსაც მაგალითად, ექვსი ქილა “კოკა-კოლა” ერთად.
პედიატრები და მშობლები შეერთებული შტატების მთავრობას მოუწოდებენ, კოფეინის შემცველ ენერგეტიკულ სასმელებზე რეგულაციები შემუშავდეს, რადგან ბავშვებისთვის კოფეინის დადასტურებულად უსაფრთხო დოზა არ არსებობს. დარგის სპეციალისტები გირჩევენ, რომ მატონიზირებელი სითხის მიღებამდე, შეამოწმოთ კოფეინისა და გლუკოზის შემცველობა.
წყარო: “პალიტრავიდეო”
სხვა ახალი ამბები:
“ბებია და ბაბუა” – კუზანოვების ოჯახური იდილია და ნინო ნადირაძე ბებიის ამპლუაში (ფოტო-ვიდეო)
“ეს ამბავი მოახლოვებულმა მაიმუნის წელიწადმა გამახსენა”- რას წერს ლაშა ამირეჯიბი
“ზამთარი ვარდსა დააჭკნობს” – ოთო ბაზერაშვილის გენიალური შესრულება
“საქართველოს მძიმე პერიოდები ელის…” – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება
ცისანა სეფიაშვილი გათხოვდა – ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი – დეტალები
16 წლის გოგომ საკუთარ ახალშობილს ყელი გამოჭრა და ჩანთაში დამალა – სად მოხდა საშინელება
“ჩიტმა ამბავი მომიტანა…” – ვინ ჩამოჰყავს ნაცმოძრაობას საარჩევნოდ?! – რას წერს ელისო კილაძე
ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ