მესიჯებს მოკლული ცოლის სახელით ქმარი წერდა – ნახეთ, როგორ გავიდა გამოძიება მკვლელზე

0
470
30 Views

მოსკოვის შემოგარენში “მის კუზბასი 2010”-ის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ქსენია საპოჟკოვა ქმარმა მოკლა, შემდეგ კი მკვლელობის კვალის დაფარვას შეეცადა და ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქალი საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა.

იანვარში 37 წლის ალექსანდრ პოპოვი, რომელიც მოსკოვის მეტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ მისი ცოლი, ქსენია საპოჟკოვა 2021 წლის აგვისტოში გაუჩინარდა.

მოგვიანებით კი პოლიციას შეატყობინა, რომ პრობლემა მოგვარდა, რადგან მისი ცოლი დაუკავშირდა და უთხრა, რომ საზღვარგარეთ იმყოფებოდა. პოლიციამ  აღნიშნული ინფორმაცია მაინც გადაამოწმა და გაირკვა, რომ ქალს რუსეთის საზღვრები არ დაუტოვებია, მესიჯებს კი მისი სახელით ქმარი წერდა.

ალექსანდრ პოპოვი იძულებული გახდა ცოლის მკვლელობა ეღიარებინა. გამომძიებლებმა “ნოვაია მასკვას” ტყეში ქალის ცხედარსაც მიაკვლიეს.

Cesko