“მინდა სოციალურ ქსელში ატეხილ ამბავს, წერტილი დავუსვა” – ხატია სიჭინავა

0
478
17 Views

ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა, რომელიც ანტივაქსერული განცხადებებით გამოირჩევა და ე.წ. მწვანე პასპორტის გაუქმებსაც მოითხოვდა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოსაზრებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის “მწვანე პასპორტების ლიდერი” არ არის.

“ბულინგი ბულინგია, მაგრამ მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი და სოციალურ ქსელში ატეხილ ამბავს, რომელიც ზოგიერთმა სერიოზულად მიიღო, წერტილი დავუსვა.

მე არ ვარ ლიდერი
ეს გამარჯვება ხალხის ერთად დგომამ მოიტანა და მე ერთერთი ვარ ამ ხალხში
არასდროს მქონია არც ამბიცია და არც სურვილი, ჩემი სახელი დომინანტი ყოფილიყო , ეს გააკეთეთ თქვენ, ვინც შავი პიარით დაკავდით
ის , რომ არასდროს შევიცვლი აზრს, ბულინგი კი არა, ფიზიკურად გასწორებაც რომ შეგეძლოთ, ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ პატივს ვცემ და ვენდობი საკუთარ თავს და აზრს. და არა იმას, რომ ამით მინდა ვინმეს რამე დავუმტკიცო.
ის, რომ სამყაროს ჭირდება სიყვარული და პოზიტივი , ასევე ჩემი უცვლელი აზრია
ის , რომ გადასახადებს თავზე გვახევენ, მეც ისე მაწუხებს, როგორც ნებისმიერ თქვენგანს. ამიტომ თუ ჩემი გვერდით დგომა დაგჭირდებათ, ისე დავდგები, როგორც ყოველთვის
მწვანე პასპორტების ლიდერი და სულისჩამდგმელი, ვინც მე დამიძახა აქციაზე, არის ზვიად ტომარაძე
მე ვიქნები და ვარ ყოველთვის უბრალო ხალხის გვერდით, რადგან თვითონ ვარ ერთერთი მათგანი
მე მესმის, ბევრი ცინიზმით წერს და შინაგანად ასე მგონია თავის ნაწერზე ხარხარებს, მაგრამ ალბათ უკვე მიხვდით, რომ არასდროს არავის არ ვცემ პასუხს და ამით არა მათ, არამედ ჩემს თავს ვცემ პატივს
მიყვარხართ “, – წერს სიჭინავა.

Cesko