ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა

0
938
62 Views

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა.

სამწუხარო ამბავი ცოტა ხნის წინ გავრცელდა და დადასტურდა: 1964 წლის ისტორიული ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი, ტაშკენტის “ოქროს მატჩის” გმირი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დინამოელთა პირველი დიდი ტრიუმფი – 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალში დათუნაშვილმა ორი გოლი გაიტანა, „დინამომ“ კი მოსკოვის „ტორპედო“ 4:1 დაამარცხა.

1966 წელს ილია დათუნაშვილი 20 გოლით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 220 მატჩში გაიტანა 47 გოლი.

1997 წელს ილია დათუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

Cesko