მერაბ სეფაშვილი: ,,იმედია, დრო მართლაც მკურნალი აღმოჩნდება, ჩემს მეუღლეს ჯერ გარეთ გასვლა არ შეუძლია”

0
2714
69 Views

წელიწადნახევრის წინ ქართველი პოპვარსკვლავის, მერაბ სეფაშვილის, კალენდარზე ძნელად თუ იპოვიდით თავისუფალ თარიღს. კონცერტები საქართველოში და უცხოური ტურნეები წინასწარ იყო დაგეგმილი. კოვიდ-19-ის პანდემიამ კი მომღერლის ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

პირველი პერიოდი შედარებით იოლად გადაიტანა, რადგან დანაზოგით და მეგობრების დახმარებით მოახერხა ოჯახის გაძღოლა. შემდეგ ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა. მისთვის მაშველი რგოლი აღმოჩნდა “ტვ პირველისგან” წინადადება, მუსიკალური გადაცემის წამყვანი გამხდარიყო. გამოვლილი რთული პერიოდის შესახებ ის ,,სარკეს” ესაუბრა:

-მომღერალს ისევე აქვს ოჯახი, როგორც სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ისევე სჭირდება კვება, ჩაცმა, წამალი და ასე შემდეგ. ან ერთმა კონცერტმა რა შემოსავალი უნდა მოგიტანოს, რომ დანარჩენი დრო თავის გატანა შეძლო? არ ვიცი, ამ პანდემიას ბოლო როდის მოეღება, ყოველმხრივ გაუსაძლისი მდგომარეობაა.

-რა არის გამოსავალი?

– ყველა ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე. მომღერალი იქნება ის, მსახიობი თუ ინჟინერი, თუ რჩება შემოსავლის გარეშე, უნდა დაეხმაროს. ჩვენც უნდა გვქონდეს ის მინიმალური, რაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გვჭირდება.ჩვენთან უმეტესობამ სამსახურები დაკარგა. რა გზას უნდა ვეწიოთ, იქნებ ვინმემ გვირჩიოს. ყველა ხომ არ შევარდება ბანკში დასაყაჩაღებლად?!

– როგორ არის თქვენი მეუღლე, რამდენად გაუმჯობესდა ნინოს ჯანმრთელობა?

– ძალიან ნელა მიდის გაჯანსაღების პროცესი. მძიმე ფორმის ინსულტი ჰქონდა და დრო სჭირდება. სახლში შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, მაგრამ გარეთ მისი გასვლა ჯერ არ შეიძლება. უფლის წყალობით, ყველაზე ცუდი უკან დარჩა, იმედია, დრო მართლაც მკურნალი აღმოჩნდება და ნინო დაუბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

Cesko