,,ღამის პრაიმ ტაიმის” სტუმარისთვის, ასტროლოგ ხათუნა ნოელისთვის შოუში მონაწილეობა ადვილი არ აღმოჩნდა. მისი თქმით, ბევრი ნეგატიური ენერგია მიიღო და ამის გამო ფეხსაცმლის ქუსლიც მოტყდა. ის ,,პრაიმტაიმს” უყვება:
,,ეს აშკარად ჩემსკენ წამოსული ნეგატიური ენერგიის გამო შემემთხვა. ჩაწერის დროს ვიგრძენი, სახეზე როგორ ვხურდებოდი. პოლემიკისას ავნერვიულდი, რადგან ერთი სტუმარი ჩემს პროფესიონალიზმს შეეხო. ეს არასასიამოვნოა. მე შენთან ცნობილ ჟურნალისტთან ერთად ვიყავი, რაღაც ,,სისულელები” მელაპარაკე და რაც მითხარი, არაფერი გამართლდაო, მითხრა ამ მამაკაცმა. მეს ეს კაცი თვალით არ მინახავს. შეიძლება რიგითი კლიენტი ვერ დავიმახსოვრო, მაგრამ ცნობილ სახეებს იმახსოვრებ, არა? სკლეროზი არ მაქვს. ეთერის მერე გეტყვი, რომელ ჟურნალისტთან ერთად ვიყავიო, თქვა. დასრულდა გადაცემა, მაგრამ სად არის? რატომ გაიქცა?”.
ტოქ შოუს წამყვანი, მომღერალი ზურა ხაჩიძე დაინტერესდა და ასტროლოგს ტელეფონის ნომერი გამოართვა.
-მე აღმსარებელი ვარ, თუმცა ასტროლოგთან მისვლა წინასწარმეტყველთან მისვლა და ცოდვა არ არის. და ის, რომ ადამიანმა იცოდეს მისი ძლიერი მხარე, თუ სხვა მისთვის სასარგებლო თემები, რატომ არის ცოდვა? – უთხრა ,,პრაიმტაიმს” მომღერალმა.