,,საქართველოში წამლების 70% საერთოდ არაა სასიკეთო, მაგალითად, კარდიომაგნილი” – რას წერს იაგო ფრანგიშვილი

0
12109
36 Views

გერმანიაში მცხოვრები იაგო ფრანგიშვილი უეფექტო წამლებზე წერს, რომლებსაც საქართველოში პაციენტებს უწერენ, ასევე ამახვილებს ყურადღებას, რომ ზოგჯერ ორ ერთმანეთთან შეუთავსებელ წამალს ერთდროულად ნიშნავენ.

,,საქართველოში აფთიაქში გასაყიდი წამლის 70% საერთოდ არაა სარეცეპტო და რაიმე სასიკეთო, მაგალითად ,,კარდიომაგნილი” კმარა, აბსოლუტურად ყველას რომ უწერენ და ახლა კიდევ – კორონიანებს.

,,ასპირინია” ასჯერ გადაძვირებული და ,,მაგნეზიუმი”, რომელსაც სარეცეპტო არც ერთ ქვეყანაში არ აქვს არაფერი, გარდა პოსტ საბჭოთა კავშირის ქვეყნებისა. არაფრის მაქნისი კომბინაციაა. თანაც ,,მაგნეზიუმის” ჭარბად და ყოველდღიურად მოხმარება დეკალციფიკაციას [კალციუმის მარილების გამოსვლა ორგანიზმიდან] იწვევს ასაკოვნებში და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.

საქართველოში გასაკეთებელია აქტიურ ფარმაკო პრეპარატთა სია, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაშია, ანუ რაა ფარმაკოლოგიურად სარეცეპტო წამალი  და რა – კვების დანამატი. .

ასევე შესადგენია უეფექტო პრეპარატების სია, ასევე შესადგენია ევროპაში მიღებული ,,წითელი ხელწერილის” სია, ანუ რეცეპტზე რომელი პრეპარატები არ უნდა ეწეროს ერთდროულად შეუთავსებლობის გამო. მოკლედ, აფთიაქს მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს.

რამდენჯერ მიუთითებიათ პირადად ჩემთვის აფთიაქში და უკითხავთ: ,,აი, ეს ორი პრეპარატი ერთდროულად?” და ხშირად გამომიცვლია პრეპარატი, რადგან ურთიერთქმედობრივი ფარმაკოკინეტიკა აფთიაქარს კარგადაც ესმის და ჩემზე უახლესი ინფორმაციაც აქვს”.

Cesko