„ლელა ხელში ჩამაკვდა, მქონდა ბედნიერება მასთან 22 წელი მეცხოვრა” – რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე მეუღლეს იხსენებს (ფოტო)

0
813
34 Views

ცნო­ბილ რე­ჟი­სორს ლე­ვან ან­ჯა­ფა­რი­ძეს ცოტა ხნის წინ მე­უღ­ლე გარ­და­ეც­ვა­ლა… მი­უ­ხე­და­ვად მის თავს დამ­ტყდა­რი უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ი­სა, ამ­ბობს რომ ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა 22 წელი ულა­მა­ზე­სად ეცხოვ­რა და გა­ე­გო რას ნიშ­ნავს სრუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა.

„პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რმა და­კარ­გა ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში კო­ვი­დი არა­ფერ შუ­ა­ში იყო, ჩემი მე­უღ­ლე გუ­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. არა­ნა­რი ვირუ­სი არ შეგ­ვხვედ­რია, აც­რი­ლე­ბიც ვი­ყა­ვით, ყო­ველ­დღე კლი­პის პრე­მი­ე­რას ვე­ლო­დე­ბო­დით, ჩვენს საქ­მეს ვა­კე­თებ­დით, ლელა ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ეტყო­ბა გა­და­ი­ღა­ლა და გამ­თე­ნი­ას ხელ­ში ჩა­მაკ­ვდა. 60 წლის კაცი მარ­ტო დავ­რჩი. ლელა ჩემი მე­ო­რე მე­უღ­ლე იყო, მე უფალ­მა 22 წელი მისი სა­ხით სრუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა მა­ჩუ­ქა! რომ გა­მე­გო რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა, ქა­ლის და კა­ცის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­გო­რი უნდა იყოს ქალი – აი, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ნა­ხა უფალ­მა და მერე წა­იყ­ვა­ნა, ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის ნე­ბაა. 22 წელი ულა­მა­ზე­სი ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­რე.

თით­ქოს გული რა­ღა­ცას უგ­რძნობ­და და მისი ბოლო სამი დღე სრუ­ლი­ად უჩ­ვე­უ­ლო იყო. ამას პირ­ვე­ლად თქვენ გიყ­ვე­ბით: სა­დაც ეკ­ლე­სი­ას და­ი­ნა­ხავ­და, ყო­ველ­თვის შე­დი­ო­და. მარ­ხვას იცავ­და და ძა­ლი­ან სუფ­თა გუ­ლის გოგო იყო. დი­ღომ­ში კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ვი­ყა­ვით და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კი­ნოს­ტუ­დი­ის ეზო­ში წმინ­და ლა­ზა­რეს ეკ­ლე­სი­აა. ეკ­ლე­სი­ა­ში არა­ვინ იყო, წმინ­და ლა­ზა­რეს ხატ­თან ერ­თა­დერ­თი კან­დე­ლი ენთო. ლე­ლას სან­თლე­ბი სულ დაჰ­ქონ­და, იმ დღე­საც ძა­ლი­ან ბევ­რი ჰქონ­და წა­მო­ღე­ბუ­ლი, ყვე­ლა სან­თე­ლი აან­თო და მთე­ლი ეკ­ლე­სია გა­აბრდღვი­ა­ლა. თა­ვად ლა­მის ამ­ბი­ონ­ზე იდგა და ხე­ლე­ბა­წე­უ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თი ხმა­მაღ­ლა ლო­ცუ­ლობ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რე­ჟი­სო­რი ვარ და ყვე­ლა­ფერს, რო­გორც კი­ნოს ისე გიყ­ვე­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც მი­ნიშ­ნე­ბა იყო.

ვო­რონ­ცოვ­ზე წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია გვაქვს და მე­ო­რე დღეს რომ ჩა­ვი­ა­რეთ, იქაც ერ­თა­დერ­თი კან­დე­ლი ენთო. ირ­გვლივ არა­ვინ იყო და ლე­ლამ ისევ გა­ა­ჩახ­ჩა­ხა სან­თლე­ბით მთე­ლი ეკ­ლე­სია. ისე­თი გრძნო­ბით ლო­ცუ­ლობ­და, მე­გო­ნა ჰა­ერ­ში იწე­ო­და. მე­სა­მე დღეს ბარ­ბა­რო­ბა იყო და რა­საკ­ვირ­ვე­ლია მთე­ლი დღე ეკ­ლე­სი­ა­ში ვი­ყა­ვით. წმინ­და ბა­რა­რეს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი იყო და ლე­ლამ იქ მთე­ლი დღე ლოც­ვა­ში გა­ა­ტა­რა. ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, სახ­ლში მინ­დო­და წა­მოს­ვლა, მაგ­რამ მთხო­ვა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე გა­მიყ­ვა­ნეო. შენ რომ პატ­რი­არ­ქმა ჯვა­რი გა­ჩუ­ქა, გა­წყვე­ტი­ლი ჯაჭ­ვი ოქ­რომ­ჭე­დელ­თან მი­ვი­ტა­ნე და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­მო­ვი­ღო, თო­რემ და­ი­კარ­გე­ბაო. წა­მო­ვი­ღეთ ის ჯვა­რი, თა­ვის ხე­ლით გა­მი­კე­თა და დი­ლის ოთხის ნა­ხე­ვარ­ზე ჩემს ხელ­ში აღეს­რუ­ლა”, – განაცხადა ლევან ანჯაფარიძემ

წყარო: ambebi.ge

Cesko