რით გარდაიცვალა სინამდვილეში ლევან კბილაშვილი, ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია – “არავითარი სიმსივნე არ ჰქონია…”

0
22615
29 Views

21 ივნისს მოსკოვში უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი, სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ითქვა, რომ ლევან კბილაშვილს ფეხზე ძვლის სიმსივნე ჰქონდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. ახლა კი ოჯახს ექსპერტიზის დასკვნა უჭირავს ხელში, სადაც ნათქვამია, რომ უეცარი სიკვდილი ანევრიზმამ გამოიწვია.

უნიჭიერესი შვილის ვარსკვლავივით გაელვებულ და მოულოდნელად ჩამქრალ სიცოცხლეზე, მის წარმატებებსა და განუხორციელებელ ოცნებებზე ქალბატონი მელიტა ,,სარკეს” უყვება:

“არასწორი ინფორმაციები გაავრცელა ერთმა მომღერალმა, რომელიც ლევანიკოს მეგობარიც კი არ ყოფილა და არც პანაშვიდზე მოსულა. ატეხა ამბავი, რომ ლევანს სიმსივნე ჰქონდა, თან ეს “ფეისბუქიდან” გავიგეთ. თავზარდამცემი ამბავი და ამ დროს ისეთი ვერსიით… არაფერი ისეთი არ სჭირდა ლევანიკოს, რომ ხელიდან გამოგვცლოდა. როგორც აღმოჩნდა, ანევრიზმა იყო და ამის პროგნოზი წარმოუდგენელი იყო”.

როგორც ლევანის დედა აღნიშნავს იგი ხელჯოხით იმის გამო დადიოდა, რომ ავარიაში მოყვა მისი ეს მდგომარეობა კი, კოვიდმა კიდევ უფრო გაამძაფრა.

“ავარიის შემდგომი ტრავმა იყო, რომელიც კოვიდმა გაამძაფრა. ავარიაში 2011 წელს, “ჯეოსტარში” მონაწილეობის დროს მოყვა. ყავარჯნით იარეო, უთხრეს. მაისში ჩავიდა მოსკოვში და გაიკეთა ანალიზები. ეუბნებოდნენ, რომ ფეხი საოპერაციო იყო. მერე წერდნენ, ოჯახმა როგორ ვერ მიხედაო… როგორ არ მივხედეთ. რა სჭირდა ლევანის ოჯახს, რომ ვერ მიგვეხედა?! გაუჩენელს გავაჩენდით და გაუკეთებელს გავაკეთებდით, რომ გვცოდნოდა, რაიმე ისეთი აწუხებდა, რასაც სიკვდილის გამოწვევა შეეძლო.

ლევანს ყოველ დილას და საღამოს ველაპარაკებოდი. ყველაფერს მიყვებოდა. ერთხელ არ უთქვამს, თავი მტკივაო. საქართველოში 10 ივლისს უნდა ჩამოსულიყო და აქაც უნდა ენახათ ექიმებს. ძვლის სახსარში ჰქონდა დაზიანება, არანაირი სიმსივნე. თავი კი არასოდეს აწუხებდა.

სრულიად შემთხვევით, სოციალური ქსელიდან გავიგეთ გარდაცვალების ამბავი. ჯერ მოსკოვში დაუწერია ვიღაცას და მერე ქართველებმა დაწერეს. წინა დღეს, დილით ვესაუბრე. მითხრა, გიტარისტთან მივდივარო. ალბომთან დაკავშირებით რაღაც საქმე ჰქონდა და, რომ დავბრუნდები, დავისვენებო. საღამოს მე აღარ დავურეკე, მაგრამ თავის ძმას ემესიჯებოდა ღამის 3 საათამდე. მერე კი, როგორც ჩანს, ჩაეძინა. ჩაეძინა და ჩაეძინა, ვეღარ გაიგო ვერაფერი, ისე გარდაიცვალა”, – ამბობს ფურძელაძე.

მელიტა ფურძელაძე იმასაც აღნიშნავს, რომ მისი შვილი მარტო ცხოვრობდა, ხოლო გავრცელებული ჭორი, რომ ტკივილების გამო ნარკოტიკებს იღებდა ტყუილია.

“კი, მარტო ცხოვრობდა. რომ ნახეს, მიძინებულ მდგომარეობაში იყო. დილით აღარ დამირეკავს. რომ ვიცოდი, გვიან დაიძინა, ვიფიქრე, დაისვენოს-მეთქი. მერე კი იქაურმა მეგობრებმა თქვეს, რომ შეხვედრაზე არ მივიდა და რეკვა დაიწყეს.

ეგეც ტყუილია! ლევანი ალერგიული იყო და ასე ადვილად არანაირ წამალს არ იღებდა. ავარია რომ მოუვიდა და სასწრაფო მივიდა, მაშინაც კი, შოკურ მდგომარეობაში მყოფი, ექიმებს ეუბნეოდა, ნემსი არ გამიკეთოთ, ალერგიული ვარო. სულაც არ მინდოდა, ექსპერტიზა ჩაეტარებინათ, მაგრამ იქიდან ისე ვერ გადმოვასვენებდით”, – თქვა ფურცელაძემ.

Cesko