“კარგმა და თბილმა ქალბატონმა დაგტოვა საქართველოვ უცხო მიწიდან” – იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

February 5, 18:27
0
1599

იტალიაში კიდევ ერთი ემიგრანტი გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ინფორმაციას საქართველოდან წასული ქალები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

“კიდევ ერთმა ემიგრანტმა – კარგმა და თბილმა ქალბატონმა დაგტოვა საქართველოვ უცხო მიწიდან, იტალიის ემიგრანტმა.

ძალიან თბილი, ძალიან კარგი დედა და ძალიან კარგი მეგობარი… ნათელი და სანთელი მის ლამაზ სულს… რამდენი ადამიანი უნდა  შეიწიროს ემიგრაციამ?!

თავის მიწას და საქართველოს მონატრებული, დაგვტოვა და წავიდა… ვუსამძიმრებ მის დაიკოს, რომელიც ემიგრაციაშია. სამძიმარი ოჯახს, ნათესავებს და ყველა მის მეგობარს, კარგი სალამის და შეხვედრის მეტი არაფერი მახსოვს, გული დამწყდა…” – წერს ემიგრანტი იტალიიდან.

ამ სამწუხარო ფაქტს გარდაცვლილის ახლობელიც ეხმაურება:

“ჩემო მარინა ეს რა წავიკითხე. რა ძალიან დამწყვიტე გული. მე თვითონ გაჭირვებული როგორ გივლიდი. განუგეშებდი, მალე ყველაფერი კარგად იქნებოდა. ხომ შემპირდი საქართველოში მალე დავბრუნდები და გინახულებო?! ჩემო მარი, ნათელი სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა, შენ მონატრებულ ოჯახს გამძლეობა.” – წერს ახლობელი.

რა გახდა იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

Cesko