“მივღიღინებდი ჩემთვის ბერლინის ქუჩებში და უცებ მომესმა: – ჩემი ძმა…” – რა შეემთხვა გერმანიაში ვატო გელაშვილს

0
713
31 Views

“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი:

“გუშინ მივდიოდი ჩემთვის მივღიღინებდი ბერლინის ქუჩებში

“ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველმა არ გაიარე რაა მამულიიი

რა ქართველი ხარ ან რა ვაჟკაცი ერთდროულად თუ არ გიყვალს ჟუჟუნა და ნანული ოდელია რანუნი.

თან გულზე საქართველის 5 ჯვრიანი დროშა ამოქარგული როლინგი მაცვია,

ხო და შუქნიშანთან ვდგავარ, ვღიღინებ, მანქანამ ჩამიარა და იქვე გვერძე გადააყენა…

-ჩემი ძმა… მომესმა უცებ და მივიხედ მოვიხედე, დავინახე ყურებამდე გაღიმებული სპორტულებში გამოწყობილი ახალგაზრდა.

– გისმენ ჩემო ძმაო..

-იქით მივდივარ თუ მოდიხარ გაგიყვან.

– ოკ

მოკლედ გიო ყიფიანი და მისი 21წლის და ელენე გავიცანი, ელენე სტუდენტია.

ისეთი საოცარი გოგოა, სულ იცინის.

1 საათი ვილაპარაკეთ, ვუყურებდი და ვფიქრობდი ეს სიცილი რატომ უნდა ისმოდეს გერმანიაში და რატომ არ უნდა ისმოდეს საქართველოში. განა რამეს ცუდს ვხედავ იმაში, რომ აქ ცხოვრობონ ამ ცივილური და განათლებული ხალხის გვერგით, უბრალოდ ის არ მოწონს, რომ მისი ქვეყანა არ აძლევთ ამ ბავშვებს ამ პერპექტივას.

1 საათში რაც შემეძელო ის მოვეფერე, ისტაგრამზე დამსერჩეს და სიცილ- კისკისით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. 5 წუთში 2 ქუთაისელი მამაჩემის ხნის კაცი გამომესაუბრა, 1 წუთიც არ იყო გასული და კიდევ ახალგაზრდა გავიცანი

-“ზდაროვა ბრატ” საიდან ხარ?

მოკლედ მინიმუმ ერთ გასვლაზე 100 ქართველს შეხვდები , ყველა სასწავლებლად არააა ჩამოსული, ზოგი მუშაობს. (ზოგი ფარცხალაძესავით ბოტასებს დასდევს) რავი ზოგი რას “ჩალიჩობს” ზოგი რას.

ამ ხალხს ინახავს გერმანია, ხოლო ესენი ინახავან საქართველოში მის ოჯახებს და მოხუც მშობლებს.

“რა გითხრათ რით გაგახაროთ?”

ბევრს დაბრუნება საერთო არ უნდა.

ჩემს დაძახებულზე ეს ხალხი უკან არ წამოვა…

მარა ის მაინც უნდა მოხერხდეს, რომ იმდენად კარგი გარემო შევქმნათ, იმდენად მშობლიური და იმდენად პერპესტივის მიმცემი, მომავალი თაობა მაინც არ გამოგვექცეს, ასე სამიდღემჩიოდ.

იქნება და დაბრუნდნენ კიდეც და თავის ქვეყანაც, დაამსგავსონ პატარა ვენას, ბერლის, მილანს, ბარსელონას ან სხვებს… იფფფფ რამდენს ვიღიღინებ მერე სიბერეში….”

Cesko