ჯენიფერ ლოპესი ქართველი დიზაინერის, დათუნა სულიკაშვილის სამოსში გამოჩნდა – ფოტოები

February 4, 15:30
0
760

ყველასთვის საყვარელი მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი, უახლეს ფოტოებში ქართველი დიზაინერის, დათუნა სულიკაშვილის სამოსში გამოჩნდა.

ქართველი დიზაინერების შექმნილი სამოსის ხილვა მსოფლიო დონის ვარსკვლავზე ყოველთვის საოცრად სასიხარულოა.

მომღერალმა, დათუნას უახლესი კოლექცია მოირგო.

ქართველი დიზაინერის დებიუტი მოდის სფეროში 2005 წელს შედგა. მისი ნამუშევრები გამოირჩევა განსაკუთრებული ქალურობითა და ფერთა ორიგინალური შერწყმით. კოსტიუმებს დათუნას კოლექციებიდან ყიდულობენ მოსკოვში, პარიზში, კიევში, ალმა-ატაში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში.

Cesko