ბოდიში, მაგრამ დავა**ით დასავლეთის სანქციებს – რუსეთის ელჩი შვედეთში

0
582
54 Views

რუსეთის ელჩი, ვიქტორ ტატარინცევი გამოცემა Aftonbladet-თან საუბრისას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. ასე გამოეხმაურა”ბოდიში, მაგრამ დავა**ით სანქციებს.”

“ჩვენ უკვე ბევრჯერ დაგვიწესეს სანქციები და მათ ჩვენს ეკონომიკაზე და სოფლის მეურნეობაზე დადებითი გავლენა ჰქონდათ. უფრო დამოუკიდებლები ვართ და ექსპორტი გავზარდეთ. არ გვაქვს იტალიური და შვეიცარიული ყველი, მაგრამ იტალიური და შვეიცარიული რეცეპტებით ისეთივე კარგი რუსული ყველის გაკეთება ვისწავლეთ.” – თქვა ელჩმა.

ინტერვიუში ელჩმა აღნიშნა, რომ ახალი სანქციები კარგი არ არის, მაგრამ არც ისეთი სახიფათოა, როგორც დასავლეთი მათ წარმოაჩენს. ტატარინცების თქმით, დასავლეთს რუსეთის მენტალიტეტი არ ესმის. ელჩმა აღნიშნა, რომ “რაც უფრო მეტი წნეხი იქნება რუსებზე, მით უფრო ძლიერი იქნება რუსების საპასუხო რეაქცია”, თუმცა ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო და რუსეთის პოლიტიკურ ლიდერებს სწორედ ეს სურთ.

შვედურ გამოცემასთან ინტერვიუს ძირითადი თემა NATO-ს შვედეთის შესაძლო გაწევრიანება იყო. ტატარინცევმა NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის მთავარ საფრთხედ დაასახელა და აღნიშნა, რომ მოსკოვი ეწინააღმდეგებოდა ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას.

“აშშ და NATO პროვოცირებას რომ არ ახდენდნენ და მდგომარეობას არ ამწვავებდნენ, არ ვიქნებოდით NATO-ში შვედეთის გაწევრიანების წინააღმდეგი. პატივს ვცემდით შვედეთის ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ახლა ევროპის ამ ნაწილში უსაფრთხოების მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა.” – თქვა ელჩმა.

Cesko