60 Views
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ცოლმა ავტოფარეხში გამოკეტა. ,,პირველის” ჟურნალისტი ნატო გოგელია მასთან მივიდა, რომ ეკითხა, ურეკში წყლისთვის გამოყოფილი 80 მილიონი რომ დაიხარჯა, ტენდერი რაღატომ გამოცხადდა. დავით დარჩია ავტოფარეხში შევიდა, მისი ცოლი კი მივიდა და გარედან გასაღებით ჩაკეტა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, საკრებულოს თავმჯდომარეს უკანონოდ რატომ აღუკვეთა თავისუფლება.
-არაფერი მოუვა, არ გამოვუშვებ საერთოდ, – უპასუხა დავით დარჩიას ცოლმა, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და წავიდა.