“მთავარი კითხვა საქართველოსთვის: გამოდგება თუ არა ეს სცენარი აფხაზეთისთვის?!”- რა სცენარზე საუბრობს ირაკლი გოგავა?

0
605
25 Views

ანალიტიკოსი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის საკითხზე საკუთარ ვერსიას აქვეყნებს, თუ რა მოხდება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში.

“იქნება უკრაინაში “მცირე შეჭრა” თუ არ იქნება, სცენარი მზად არის და მდგომარეობს შემდეგში:

“მინსკის შეთანხმების” მიხედვით, დონბასი მიიღებს სპეციალურ სტატუსს. დონბასი აუცილებლად მოითხოვს ვეტოს უფლებას უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებში გაწევრიანებაზე. ეს ყველაფერი გაიწერება უკრაინის კონსიტუტციაში.
მოსალოდნელი შედეგები:
1. აღდგება უკრაინის იურისდიქცია დონბასზე, სადაც ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები
2. უკრაინის ნატო-ში წევრობაზე დონბასს ექნება ვეტო-ს უფლება
3. ნატო არ გამოაცხადებს, რომ ის არ გაფართოვდება და შეინარჩუნებს სახეს
4. შეწყდება საომარი მოქმედებები
5. აღდგება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა (ყირიმის გარდა – ცალკე მოლაპარაკებას საჭიროებს)
6. დაბრუნდებიან დევნილები უსაფრთხოების გარანტიებით
7. რუსეთი უზრუნველყოფს საკუთარ სამხედრო უსაფრთხოებას უკრაინის მიმართულებით და მიიღებს რამდენიმე მილიონ პრორუსულ ამომრჩეველს უკრაინის საარჩევნო პროცესში.

ახლა ჩვენ ვაკვირდებით უკრაინაზე ორმხრივ პრესინგს ამ სცენარის რეალიზებისთვის, რომლის ალტერნატივა არის უკრაინის დაშლა ენის მიხედვით და კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია. უკრაინის დაშლა, კვლევების მიხედვით, არცერთი ენის ჯგუფს არ სურს. ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
მთავარი კითხვა საქართველოსთვის: გამოდგება თუ არა ეს სცენარი აფხაზეთისთვის?! პასუხი ვიცით, მაგრამ მსჯელობა მაინც საჭიროა.

აი პასუხიც: ამერიკული კარნეგის ცენტრის კვლევით, თუკი სასწორზე იქნება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ერთის მხრივ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება მეორეს მხრივ, საქართველოს მოსახლეობის 78%  ტერიტორიების დაბრუნებას ირჩევს, 7% არ იცის, 13% ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წევრობისკენ იხრება. კვლევის საველე სამუშაოები CRRC -მ ჩაატარა, ეს ორგანიზაცია წლებია NDI-ს უტარებს კვლევებს. – წერს ირაკლი გოგავა.

ცნობისათვის, ჟენევაში რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე უშედეგოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის საზღვართან და მის მიერ ანექსირებულ ყირიმში, თავი მოუყარა ასი ათასზე მეტ სამხედროს, რამაც დასავლეთის ქვეყნებში გამოიწვია განგაში, რომ მოსკოვი კვლავ აპირებს უკრაინაში შეჭრას.

რაც შეეხება ნატოს გაფართოების საკითხს, ლავროვი გარანტიებს ითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს.

Cesko