“გახარია ვერაფერს მიიღებს, ნასცექტა “მამინაცვალს” არ მიიღებს” – მძინარაშვილი

0
537
29 Views

ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ტელეგადაცემაში ვთქვი წუხელ და აქაც დავწერ.

ძალიანაც ნუ ინერვიულებთ:

გახარიას პარტიის ნაცსექტასთან თანამშრომლობა იმ ფიქტიურ ქორწინებას ჰგავს, აქედან წასულები ევროპა-ამერიკაში, უცხოელები კი აქაურებთან რომ აფორმებენ მოქალაქეობის მისაღებად.

მთავარია, მერე არ შეუყვარდეთ ერთმანეთი… იჩქითად!

თუმცა, ამ შემთხვევაში გახარია ვერაფერს მიიღებს, რადგან ნასცექტას ძალიან ბევრი “პირველი რიგის მემკვიდრე” ჰყავს, “მამინაცვალს” (ან “დედინაცვალს”) კი არ მიიღებენ და სააკაშვილი ამ ფაქტორს აუცილებლად გაითვალისწინებს!

მით უფრო, რომ “მეუღლეებს” თანაცხოვრების დროს ერთობლივი ქონების შეძენის მაინც და მაინც დიდი პერსპექტივა ისედაც არ აქვთ!

ისე კი, მხარეები არც ცდილობენ ვინმეს მოტყუებას: დაახლოებით ასეა – “მე ვიცი, რომ შენ იცი, რომ მე ვიცი”!”

Cesko