მეცნიერების გაფრთხილების მიუხედავად, შვედეთმა პანდემია დასრულებულად გამოაცხადა და თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა. ქვეყანაში ჯანდაცვის სფერო, კორონავირუსის გამო, ჯერ კიდევ გადატვირთულია, თუმცა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
“შემიძლია ვთქვა, რომ პანდემია დასრულდა. მართალია, მსოფლიოსთვის ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული, მაგრამ სწრაფი ცვლილებებისა და შეზღუდვების თვალსაზრისით, პანდემიის გამო აღარაფერი შეიცვლება” განაცხადა შვედეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
შვედეთის მთავრობამ გადაწყვეტილება “ომიკრონის” ვარიანტის სისუსტისა და სიკვდილიანობის შემცირების გამო მიიღო.
აღსანიშნავია, რომ შეაჩერეს მასიური ტესტირებაც, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ფართომასშტაბიანი ტესტირება ზედმეტად ძვირი ჯდება. შვედეთის მთავრობის თქმით, 2022 წელს ტესტირებისთვის უკვე 55 მილიონი დოლარი დაიხარჯა.