ვიდეო: “საახალწლო სამზადისი” – როგორია ვარსკვლავური წყვილის, ნიცა თავაძისა და ხვიცა კვარაცხელიას იტალიური ბინა და საახალწლო ნაძვის ხე

0
1185
44 Views

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველის სახელი და გვარი, ხვიჩა კვარაცხელია, იგივე “კვარა”, ერთდროულად ცნობილი და საყვარელი გახდა არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ახალგაზრდა ტალანტს საქართველოდან ფეხბურთის ლეგენდას, მარადონასაც კი ადარებენ და მას “კვარადონას” უწოდებენ. როგორც ამბობენ, ხვიჩას განსაკუთრებული ნიჭი, თავმდაბლობა და შრომისმოყვარეობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ფეხბურთის გულშემატკივარი სტადიონსა და ეკრანს დაუბრუნდა.

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. 21 წლის ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი. 15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ. საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს:  „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერდა იტალიური მედია.

ხვიჩა კვარაცხელიას ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი რომ ოჯახს უჭირავს, ამას ფეხბურთელი ხშირად აღნიშნავს. მშობლებისა და მეუღლის შესახებ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ისაუბრა:

„ოჯახია ჩემი მოტივაციის წყარო. ჩემი აზრით, ყველაზე მეტს ეს ადამიანები ნერვიულობენ – ცუდი პერიოდია თუ კარგი. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ცუდი პერიოდიც და ყველაზე მეტად ჩემმა მეუღლემ იმოქმედა… ერთად ბევრი ცუდი მომენტი გამოვიარეთ, რა თქმა უნდა, კარგიც, მაგრამ… მადლობა ოჯახს, პირველ რიგში, ნიცას, სულ ჩემ გვერდით არიან. სანამ რამე შემიძლია, მათ გამო, ქართველი ადამიანების გამო, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით არიან, არაფერს დავიშურებ” – ამბობდა ხვიჩა.

ცოტა ხნის წინ იტალიური მედია წერდა იმის შესახებაც, თუ როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ნიცა და ხვიჩა იცხოვრებენ. როგორც ცნობილია, ქორწილის მეორე დღეს ისინი იტალიაში გაემგზავრნენ და ნეაპოლში დაბინავდნენ. მათი სახლი მყუდროა, ზღვის ხედით.

ამჯერად ნიცა სოციალურ ქსელში საახალწლო სამზადისის კადრებს გვიზიარებს:

წყარო: marao.ge
სხვა ახალი ამბები:

გზებზე არსებული ვითარება – სად არის გადაადგილება აკრძალული?

„ამოდენა თავხედობა რატომ გაქვს, რომ გგონია, ოდესმე ამისთვის მზად იქნები?!“ – რატომ უთხრა ეს სიტყვები პატრიარქმა გია ბუღაძეს

მანანა არჩვაძიდან მაკა ჩიჩუამდე – საქართველოს “პირველი ქალბატონები”, მათი პირადი ცხოვრება, გავლენა და უცნობი ამბები

„ამოდენა თავხედობა რატომ გაქვს, რომ გგონია, ოდესმე ამისთვის მზად იქნები?!“ – რატომ უთხრა ეს სიტყვები პატრიარქმა გია ბუღაძეს

“საქართველოს მძიმე პერიოდები ელის…” – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

ცისანა სეფიაშვილი გათხოვდა – ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი – დეტალები

16 წლის გოგომ საკუთარ ახალშობილს ყელი გამოჭრა და ჩანთაში დამალა – სად მოხდა საშინელება

“ჩიტმა ამბავი მომიტანა…” – ვინ ჩამოჰყავს ნაცმოძრაობას საარჩევნოდ?! – რას წერს ელისო კილაძე

ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ

ბავშვები თუ ყველა საგანში მაინც რეპეტიტორებთან უნდა ატარო, ამდენი საჯარო სკოლა, თავისი ინფრასტრუქტურითა და მანდატურ-მასწავლებლებით, რისთვისაა საჭირო ხო ვერ მეტყვით?! – რას წერს ჟურნალისტი

ქეთი მელუა მენტალურ პრობლემებზე: „საავადმყოფოში აღმოვჩნდი… ძალიან სერიოზული პრობლემა მქონდა…“

Cesko