“საქართველოს მძიმე პერიოდები ელის…” – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

0
5985
33 Views

ლელა კაკულია სოციალურ ქსელში არქივიდან წინასწარმეტყველებას ავრცელებს:

“მეგობრებო,

მკითხველთა თხოვნით, გვერდის ადმინისტრაცია შეგახსენებთ ქალბატონ ლელას კაკულიას წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მას ქართულ ეკლესიაზე, საქართველოს საპატრიარქოს თაობაზე აქვს წარმოთქმული და მანამდე არაერთგზის გამოქვეყნებული.

გაითვალისწინეთ: ამ წინასწარმეტყველებებიდან ზოგი რამ უკვე ასრულებულია ქვეყნის წინა ხელისუფლების პერიოდში.

ამიტომ პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს მოვუწოდებთ, ნუ შეეცდებიან გამოიყენონ ეს ჩანაწერები საკუთარ ინტერესებში!!!

იმედი გვაქვს, მკითხველებს არ გაუჭირდებათ, ასრულებული წინასწარმეტყველებების ამოცნობა.

1993 წელი, 6 აგვისტო

„ქართულ სარწმუნოებას დღეს დიდად უჭირს“, —ასეთი რამ დავინახე 1987 წელს და ვთქვი კიდეც: „ერი კვდება, რათა თავიდან დაიბადოს-მეთქი.

<…> მომავალში ვხედავ ქართულ ეკლესიას განდიდებულს და გაბრწყინებულს. ვწინასწარმეტყველებ, ქართველნო, თქვენთვის და აი რას ვხედავ: ყველა იმ ხატს, რომელიც საქართველოს ეკუთვნის და განისვენებენ საბერძნეთსა და ისრაელში, ეკლესიასაც კი (ჯვრის მონასტერი) ჩამოასვენებენ საქართველოში, ისინი უბრუნდებიან თავიანთ ადგილსამყოფელს. დღეს შეიძლება არ დაიჯეროთ ამ წინასწარმეტყველებებისა, მაგრამ იგი აღსრულდება ღვთის ნებით.

ვხედავ, ჩვენი პატრიარქის — ილია II-ის ჩუმი ნატვრა და ოცნებაა ეს. ტყუილად არ ჩასახვია უნეტარესს ეს ფიქრები, იცოდეს, იგი ღვთისგანაა ნაკარნახევი.

ქრისტიანობის საღი, პატარა მარცვალი ძვირფასი მთელ მსოფლიოში მხოლოდ საქართველოშია დამარხული და ელოდება დროს, რათა აღმოცენდეს მთელი ბრწყინვალებითა და გადარჩება საქრისტიანო!

ამიტომ არსებობს გამოთქმა, რომ საქართველო ღვთისმშობლის, ქრისტესა და ღმერთის წილნაყარი ქვეყანაა.

<…> ამ წუთში ხუთი ანგელოზი მიზის — ორი მელაპარაკება, სამი ჩუმადაა. მეუბნებიან: მომავალში სვეტიცხოველსა და ჯვარზე ერთდროულად და თბილისის სიონში, გადაიხადონ პარაკლისი ქრისტესა და ღვთის სადიდებლად. იკვრება სამკუთხედი და უზარმაზარი ენერგია იხსნება საქართველოს თავზე. ფესვი ჯვარია და ურჯულო ვერას დააკლებს საქართველოს!!

ორმოცი ბერი ორმოც დღეს ილოცებს. მათი ლოცვა მოედება მსოფლიოს — მთელს საქრისტიანოს.

დღეს კი უჭირს ქართულ ეკლესიას; შიგნით დიდი ვაჭრობა და უმსგავსობა სუფევს. მაგრამ ღვთის რისხვა (როგორც წყალობა) უსაზღვროა და მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება: საეკლესიო ხაზინიდან მთელი თანხა მოხმარდება ეკლესიების აღდგენას და აშენებას, საეკლესიო მიწები მდიდარი მოსავლებით აივსება, მართლმორწმუნენი სუფთავდებიან, ერი იკვრება ჯვრის მსგავსად, ბევრი მოინანიებს და გადარჩება საქართველო.

მსოფლიოში არსებული ქრისტიანული ეკლესიები საზღვარგარეთისა მყარ კონტაქტში შემოვლენ ქართულ ეკლესიასთან. მალე მოვა ამბავი, ღვთისმშობლის ხატი იღიმის და საოცარ შუქს გამოსცემსო. ეს არს პასუხი ღვთისა საქართველოსთვის. რომი — ვატიკანი, მუხლს მოიდრეკს ქართული ეკლესიის წინაშე. პაპი ჩამოვა საქართველოში.

ვხედავ, ქართული ეკლესიის საგანძურს უნდა მოუფრთხილდნენ — გაძარცვას უპირებენ. ხედვაში კარგად ვერ ვარჩევ, მაგრამ ორ შავგვრემან ბერს ვხედავ. მათი ასეთი ცოდვა დიდად დაისჯება ღვთისგან. ეს ამბავი ააწრიალებს საქართველოს, მაგრამ ყველა ცდა რაღაც პერიოდით უკვალოდ ჩაივლის; მხოლოდ ღვთის ნებით, გარკვეული დროის შემდეგ დაუბრუნდება საეკლესიო განძი თავის ადგილსამყოფელს. დიდება უფალს!

ეკლესიები დასუფთავდება, საკუთარი შრომით გამდიდრდება. მოდის ქართული ეკლესიის განდიდებისა და სიწმიდის პერიოდი.

ჩვენი უწმიდესი აღზრდის „გიორგის“ (სახელი პირობითია, – რედ.) პატრიარქად საქართველოსი. ამას ღმერთი აგონებს. მაგრამ მას ჯერ კიდევ დიდი ხნის სიცოცხლე აწერია. ძალზედ ხნოვანი გარდაიცვლება და ავა მისი სული ზეციურ საქართველოში განათლებული. თავისი აღზრდილით ძალიან კმაყოფილი იქნება და მოსვენებული. ამით იგი ააცდენს ქართულ ეკლესიას ურცხვ ვაჭრობასა და ავანტიურებს. დიდება უფალს! ამინ! ამინ! ამინ!!!

 

 

მიჭირს ხედვა და წერა ერთდროულად. მომეც ძალა, უფალო ღმერთო, რათა ავაცილო უბედურება საქართველოს, ავაცილო ცრუწინასწარმეტყველთა ენერგია, რათა გადარჩნენ ადამიანთა სულები.

ძალიან მიყვარხარ, ჩემო საქართველოვ! შენი ცუდიც და შენი კარგიც მიყვარს, ამიტომ ვერ გტოვებ.

მე ჩემს მისიას, ღმერთო, პირნათლად ვასრულებ, ყოველგვარი ანგარების გარეშე; თუმცა ბევრი ცილობს ჩემ გაყვანას საქართველოს გარეთ, ყოველთვის მახსოვს, უფალო, სიტყვები:

„წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატივოდ, გარდა საკუთარი სამშობლოსი და საკუთარი სახლისა; არ მოუხდენიათ იქ ბევრი სასწაული მათი ურწმუნოების გამო“.

1996 წელი, 9 ოქტომბერი

სამღვდელოებაში, ანუ საპატრიარქოს კარზე, ძალიან დიდი ცვლილებები იქნება. პატრიარქი იცვლება. მოდის ახალი პერიოდი.

ბევრი რამის თქმა მსურს, მაგრამ ინფორმაციას ვიცავ. თუმცა გასაგებია, რასაც ვწინასწარმეტყველებ.

1996 წელი, 28 ნოემბერი

საქართველოს საპატრიარქოში დიდი ცვლილებები იქნება. საპატრიარქო იწმინდება. ასეთია ნება ღვთისა!

<…> საპატრიარქოში მოხდება განხეთქილება, ორ ბანაკად გაიყოფიან. პატრიარქი ამ ყველაფერს ვერ მოერევა.

ჭყონდიდელი უპირისპირდება (ასე მეუბნებიან. ვინ არის იგი, არ ვიცი. ვწერ, რასაც ვხედავ). იწყება, ესე იგი, დიდი ომები.

1999 წელი, 14 ივლისი

რთულ პერიოდს ვხედავ სარწმუნოებასთან დაკავშირებით. ეკლესიებს და საპატრიარქოს ძალიან გაუჭირდებათ. საქრისტიანოს უპირისპირდებიან იეღოველები, ვაჰაბიტები, კრიშნაიდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტელევიზიებს, როგორც იტყვიან, ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი — თუ ფულს გადაიხდის, თუგინდ სატანას გამოიყვანენ სიტყვით.

ეს თითქოს ქვეყნის დასასრულია, მაგრამ მომავალში ქვეყნის დასასრული დაუდგებათ მათ, ვინც ქრისტიანობა უარყო.

2003 წელი, 15 მარტი

საქართველოს მძიმე პერიოდები ელის სარწმუნოების მხრივ, მაგრამ ყოველივე დასრულდება ისე, როგორც ჯერ კიდევ 1992-1995 და ა.შ. წლებში ვწინასარმეტყველებდი. ვერცერთი სექტა ვერ მოიკიდებს ფეხს საქართველოში. ეს ასეა ასი პროცენტით. პატრიარქი გაიმარჯვებს.

<…> ვხედავ, საქართველოში მართლმადიდებლობა ზეიმობს.

2004 წელი, 20 თებერვალი

იწყება დიდი ბრძოლა მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ — დიდი ბრძოლა! პატრიარქს ძალიან გაუცრუვებს იმედებს ეს მთავრობა. აი მაშინ აეხდება ფარდა ყოველივეს.

<…> უფლებები ეკლესიისა შეიკვეცება. ლაპარაკი იქნება პატრიარქის შეცვლაზე, სიკვდილს არ უცდიან… მაგასაც ვნახავთ!!!

2004 წელი, 30 მარტი

ეკლესიას ძალიან დაუპირისპირდებიან. მათ პატრიარქის შეცვლა სურთ, მომზადებულიც ჰყავთ მეუფე, მაგრამ არაფერი გამოუვათ! უდიდეს დარტყმას მიაყენებს ღმერთი, უფალი მწარედ დასჯის მათ ყველაფრისთვის.

შევიდნენ მახვილით ტაძარში და იქვე განიგმირებიან უფლის ბრძანებით:

„ვინც ჩემს სახლს შეეხება, მე მას შევეხები! ვინც ჩემს ხალხს შეეხება, მას მე გავუსწორდები. <…> ურჯულო ფეხს ვერ მოიკიდებს იბერიაში. და განვდევნი მათ ცეცხლითა და მახვილით, დავასუფთავებ მთელს იბერიას და დაწყნარდება ჩემი სახლი და ჩემი ხალხი. ამინ!“

ამ წუთში ვუყურებ უფალს, რომელიც მესაუბრება განრისხებული. შემეშინდა!!!

2004 წელი, 26 ოქტომბერი

უწმინდესის მოშორება სურთ (ანუ მოწამლონ?!), მაგრამ არაფერი გამოუვათ!

2000 წელი, 15 იანვარი

ეკლესიას ძალიან გაუჭირდება. მიდის შიდა ბრძოლები, ვხედავ. ვინც თითქოს ჭკუა ისწავლა, არ ერევა და ნეიტრალიტეტს იკავებს. მოდის ის ხალხი (ანუ მღვდლები), რომელთაც აქვთ წარსულის დანაშაული და რომელსაც მომავალში გაიმეორებენ.

ისევ ორ შავოსანს ვხედავ. ისინი მომართულნი არიან უარყოფითი ენერგიით. ხელზე იხევევნ რომის პაპის ჩამოსვლას და ყველა ღონეს იხმარენ ეკლესიაში ისევ განხეთქილების შესატანად. პატრიარქი უძლური იქნება, შეაჩეროს ეს მიმდინარეობა. ძალიან ბევრმა უარყოფითმა შავოსანმა მოიყარა თავი ეკლესიაში, ამიტომ ხალხს უარყოფა აქვს.

რატომღაც ყველაფერი მოდას დაემსგავსა. ეს სწორედ ისეთი პერიოდია, წარსულში სინაგოგაში რომ ვაჭრობდნენ და ადამიანები ვერ აცნობიერებდნენ, რას ჩადიოდნენ, სანამ არ გამოჩნდა იესო და არ დაამტვრია სავაჭრო დახლები.

აი ასეთი „ქრისტე“ მოევლინება მალე მართლმადიდებელ ეკლესიას, რისხვა უფლისა ჩვენისა ბევრ სიბინძურესა და ვაჭრობას განდევნის და დაამსხვრევს. ამინ!

ძალიან მიჭირს ეკლესიაზე ასეთი ხილვის წინასწარმეტყველება, მაგრამ, რა ვქნა, არ შეიძლება, რომ არ გადმოვცე.

უწმიდესს მძიმე ოპერაცია ელის, უკვე ვეღარ აიცდენს ამას. ღვთის ნებით, გადარჩება!

პატრიარქის ადგილზე ბევრს უჭირავს თვალი, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, მაგრამ ისინი მომავალში დაისჯებიან. ღმერთი არ აპატიებს მათ ასეთ ვაჭრობას. ისინი პოლიტიკიდან საერთოდ გაქრებიან, მაგრამ პერიოდი, როცა ისინი იმოქმედებენ და ყველას ნერვებს მოუშლიან, საქართველომ უნდა გაიაროს.

უწმიდესი გადარჩება ღმერთის ნებით და კეთილი ძალების მეშვეობით მართავს ისევ საქართველოს ეკლესიას. ამინ! ამინ! ამინ!

მართალია, ძალიან რთული პერიოდები კი იქნება, მაგრამ სატანები დამარცხდებიან. ბევრი გამოააშკარავებს თავს, ბევრს ჩამოაცლის უფალი ნიღაბს და აი მაშინ გაიწმინდება ქართული ეკლესიები, ხალხიც დაწყნარდება და სულ სხვა ენერგიები დატრიალდება ტაძრებში.

პოლიტიკურ დაპირისპირებებში ეკლესიას ძალიან გაუჭირდება, მაგრამ უფლის ნებით, ყველაფერი დაინგრევა ირგვლივ (ანუ პოლიტიკა), ეკლესიას კი გაბრწყინებულს და განდიდებულს ვხედავ.

პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის იქნება უთანხმოება მოხდება. რასაც პრეზიდენტი სთხოვს, პატრიარქმა ის არ უნდა გააკეთოს. და ვხედავ, არც აჰყვება მას. ამით გადაარჩენს ქართულ მართლმადიდებლობას. ასეთია ნება ღვთისა

2005 წელი, 15 ივლისი

ეკლესია იწყებს ბრძოლას. დიახ, ვხედავ, საპატრიარქო აღარ გაჩუმდება. დუმილისა და ნეიტრალიტეტის პოლიტიკამ ქართულ მართლმადიდებლობას დიდი ზიანი მიაყენა. ეს უკვე დაფარული არავისთვის აღარაა. ხალხს რწმენაც შეერყა და ფსიქიკაც. ეკლესიები მრევლს კარგავენ, თანაც მასიურად!

საჭიროა მოქმედება. უმოქმედობა სიკვდილია ერისა და მთელი საქართველოსი. ხალხს არავისი სჯერა — არც მთავრობისა და არც ოპოზიციისა. დარჩა მხოლოდ ეკლესია.

ვხედავ, ხალხი გაჰყვება პატრიარქს. ეკლესია პოლიტიკურ პარტიას ვერ შექმნის, არადა მისი როლი უპირველესია — ხალხი მათ გაჰყვება.

<…> ეკლესიას ერთი უმნიშვნელოვანესი მისია აქვს: მოიყვანოს ახალი ხალხი, ანუ მთავრობა — ხალხისთვის უცნობი, მაგრამ სამაგიეროდ ეკლესიისგან დალოცვილნი, ესე იგი, მისაღები ხალხი.

<…> საპატრიარქო ხედავს და ლოცავს „მეცნიერთა პარტიას“. „ესე იგი, მათ უნდა გავყვეთ“, — იტყვის მთელი საქართველო. ეს არის გადარჩენა ენისა, მამულისა და პირველ რიგში, სარწმუნოებისა. ამინ!

მართლმადიდებლობა იზეიმებს.

და ლღვება გაყინული ტვინი საქართველოსი.

2006 წელი, 21 მარტი

პატრიარქი ცუდად ხდება, საავადმყოფოში ვხედავ. ძლივს გადარჩება. საპატრიარქოშიც არეულობაა, მაგრამ ვხედავ, ახალი ძალები იკრიბებიან მართლმადიდებლობის გადასარჩენად. ამას ვერავინ შეჩერებს.

დიდი ბრძოლები გაიმართება. ბევრი საქმე ამოიწევა….

2006 წელი, 6 ივნისი

სიფრთხილე მართებს ქართულ ეკლესიას. ძალიან რთული პერიოდი დაუდგებათ. პრეზიდენტი დაუპირისპირდება პატრიარქს. დიდი ომებია მთავრობასა და საპატრიარქოს ირგვლივ. ასეთი რამ არასდროს ყოფილა საქართველოს ისტორიაში.

 

 

<…> ვხედავ, ფინანსური პოლიცია ინტერესდება საპატრიარქოს ბიუჯეტით. ისინი შესამოწმებლად შედიან, ვერაფერი შეაჩერებთ, პასუხობენ, კანონი კანონია ყველასთვისო.

<…> პრეზიდენტი საპატრიარქოს არ ენდობა, იგი არავის ინდობს.

2006 წელი, 10 ივნისი

„ეკლესია — საპატრიარქო ორმაგ თამაშს თამაშობს“, — განაცხადებს პრეზიდენტი.

<…> იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიონ, დაიწყებენ საშინელ და ბინძურ კამპანიას საპატრიარქოს წინააღმდეგ. ეს საქართველოს დიდხანს არ დაავიწყდება.

2006 წელი, 8 ოქტომბერი

საპატრიარქოს ძალიან გაუჭირდება <…> ეკლესიები მრევლს კარგავენ! ქაოსია, თუმცა საპატრიარქოში მალე ყველაფერი შეიცვლება. ძალიან რთული პერიოდები ელის ეკლესიას — ანუ საპატრიარქოს.

2006 წელი, 29 ნოემბერი

უფლის რისხვა ძალიან მალე დაატყდება თავს ბევრს, ვინც ხალხს რწმენა შეურყია, რადგან ეს უფლის სიტყვებია:

„ბევრმა უსახურმა და ურცხვმა, უსინდისომ და არაკცმან დაისადგურა ჩემს სახლში. ადამიანებს თავგზას უბნევენ, ჩემი სამწყსო დაფანტულია და ვაი თქვენ, მოგივლენთ დიდ გასაჭირს! დაისადგურებს დიდი სიშავე არა ხალხისთვის, არამედ თქვენთვის“. ამინ!

ვხედავ, მოდის პატრიარქად ახლაგაზრდა, ძლიერი მამაკაცი. მე ვიცნობ კარგად, ისიც

2006 წელი, 9 დეკემბერი

ფრთხილად, პატრიარქი ცუდად ხდება! ოპოზიცია იყვირებს, რომ იგი მოწამლეს. ვხედავ, რომ პატრიარქი ჩვეულ სიფრთხილეს კარგავს და სარისკო ნაბიჯებს დგამს.

ფრთხილად!

2007 წელი, 20 იანვარი

საპატრიარქო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება მომავალში. მათ მოუწევთ „დემოკრატიის“ თამაში, რომელიც საერთოდ მიუღებელია მართლმადიდებლობისთვის. შავი ძალები აკონტროლებენ საპატრიარქოს. ეს დიდ ქაოსს გამოუწვევს.

ვხედავ, ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთები ამაზე ალაპარაკდებიან, მაგრამ ეს ყოველივე დროებითია…

2007 წელი, 26 აპრილი

შავი ღრუბელი იკვრება საპატრიარქოს თავზე. ფრთხილად! მთავრობა არ დაუთმობს პატრიარქს. მათ მიაჩნიათ, რომ საჭიროა აქაც გატარდეს რეფორმები. პატრიარქი დასუსტდა.

და მერე, როცა ვერაფერს მოიფიქრებენ, გამოსავალს იმაში იპოვიან, რომ, როგორც ყოველთვის, იტყვიან, პატრიარქი რუსეთთანაა კონტაქტში და რუსულ პოლიტიკას ატარებსო. ერთია, დაჭერას არ აკადრებენ, თორემ ყველაფრის გაკონტროლებას შეეცდებიან.

2007 წელი, 30 ივნისი

ვხედავ, როგორ აგდებით ეკიდება მთავრობა საპატრიარქოს — სასამართლოებს გაუმართავენ, მთელ ქონებას დაუთვლიან და ხარკს მოსთხოვენ, ბევრ რამეს ჩამოაჭრიან.

ვხედავ, ქართულ ეკლესიას ეშმაკნი დაეპატრონნენ. წავა დიდი ბრძოლები და დგება დრო, როცა ეკლესიაში იქადაგებენ მთავრობის წინააღმდეგ და ამის გაკეთება არავის შეეშინდება, იმიტომ, რომ ეს პატრიარქმა ბრძანა.

იქნება ბევრი ღალატი, მაგრამ ამ ყველაფერში უფლის ხელი ურევია და ვაი მათ — საქართველოს მტრებს…

2007 წელი, 1 ივლისი

საპატრიარქო აირევა. მთავრობა იწყებს შემოწმებებს, შედის ფინანსური სამსახური და პროკურატურა. ეს არნახულ ქაოსს გამოიწვევს.

ვხედავ, ძალიან მძიმე დღეები დაუდგება ქართულ მართლმადიდებლობას.

2007 წელი, 20 ივლისი

ასრულდება ყოველი ნაწინასწარმეტყველები საპატრიარქოზე, რაც პატრიარქთანაც, ილია II-სთანაც მითქვამს. დამიწყებს პატრიარქი ძებნას, მაგრამ ვერ მიპოვნიან. ასე ნებავს უფალს!

წინასწარმეტყველებები ყოველთვის სრულდება. ასეა, ადამიანებო, ყური უნდა გვიგდოთ, მაგრამ…

2007 წელი, 10 ნოემბერი

ქაოსია, არეულობა. მთავრობა ყველაფერს ვერ გააკონტროლებს, ხალხს ვერ დააშინებს, ხოლო საპატრიარქოს ხალხი თავად შეაქცევს ზურგს. მათთვის ბევრი რამ გახდება ნათელი.

ერთ-ერთი მიტროპოლიტი ხმას აიმაღლებს და ბრალს დასდებს საპატრიარქოს. დაიწყება გარჩევები შიგნით და ეს ყველაფერი მოხდება უფლის ნებით.

სიმართლე იმარჯვებს! ძალადობას დედამიწაზე ჯერ არ გაუხარია.

2007 წელი, 17 დეკემბერი

[საპატრიარქოში] იქნება დროებითი შემსრულებელი, მაგრამ ეს პერიოდიც გაივლის და აღსრულდება წინასწარმეტყველება.

მომავალი პატრიარქი — ეს არის მახვილი უფლისა, სიტყვა მართალი! რაც ძალიან სჭირდება საქართველოს.

2008 წელი, 16 იანვარი

საპატრიარქო და პოლიტიკა ერთად არ შეიძლება! ეს ბევრჯერ ვიწინასწარმეტყველე წარსულში, მაგრამ… მაგრამ ყოველივე უნდა ასრულდეს.

ბევრი რამ ამოტივტივდება. იქნება დიდი ჭორები და მოუწევს საპატრიარქოს თავის მართლება.

2008 წელი, 18 იანვარი

ვხედავ, საპატრიარქოს დიდი სირთულეები შეექმნება ისევ მთავრობასთან. უკვე ღია ბრძოლა დაიწყება. „ასეთი ბინძური თამაშის განგრძობა არ შეიძლება“, — განაცხადებს პატრიარქი.

ეს ძალიან შეაშფოთებს მთავრობას, მაგრამ ვერაფერს შეაჩერებს. ძალიან სერიოზული საკითხია, რასაც ვხედავ. ფრთხილად!

2008 წელი, 24 იანვარი

ვიცი და ვხედავ, რომ უფალი დააწყნარებს ყველას და ყველაფერს. საპატრიარქო განიწმინდება უარყოფითი ენერგიებისგან. მოდიან მართალი მართლმადიდებელი მწყემსები და ყველაფერი იცვლება საპატრიარქოში.

მეუფე, რომელიც ხდება საქართველოს პატრიარქი, ნამდვილი მართლმადიდებელია, დამცველი თავისი ერისა და ქვეყნისა.

ვხედავ, როგორ ადებს უფალი მას პატრიარქის ნიშანს.

2008 წელი, 3 აპრილი

საპატრიარქოს შიგნით დიდ განხეთქილებას ვხედავ — სამღვდელოება ორადაა გაყოფილი. ისე, ყოველთვის იყო მცდელობა განხეთქილების შეტანისა, სარწმუნოების დასუსტებისა, მაგრამ ამ პროგრამას ვერ განახორციელებენ.

საქართველო იყო და დარჩება მართლმადიდებლურ ქვეყნად. მომავალში ბევრი რამ ითქმება და დაიწერება და ეს ყოველივე იქნება სიმართლე ქართულ ისტორიაში.

2008 წელი, 21 დეკემბერი

ვხედავ, საპატრიარქოში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ეს მოხდება ღიად.

<…> ძალიან დიდი სირთულეები აქვს პატრიარქს გადასატანი. მღვდელმთავრები ერთმანეთს უპირისპირდებიან. თუკი აქამდე ყოველივე დაფარული იყო, ახლა არაფერი დაიმალება.

და აღდგება შავი ბერი პატრიარქის წინააღმდეგ; გაიყოფიან ორად და დაიწყება ბრძოლები. ამას ყველა იხილავს.

ყოველთვის ვაფრთხილებდი საპატრიარქოს, განსაკუთრებით პოლიტიკაში არ ვურჩევდი ჩართვას, ანუ იმ საკითხებში, რომლებიც ბუმერანგივით უკან დაუბრუნდებოდათ.

ვხედავ ბერების, შავი ბერების აჯანყებას.

<…> ყველაფერი ასრულდება, ყველაფერი ითქმება. ასეთია ნება უფლისა. ამინ!

2009 წელი, 25 ნოემბერი

ვხეავ, ის უამრავი სექტა, რომლებმაც თითქოს მყარად მოიკიდეს ფეხი საქართველოში, მალე გაქრება, ვინაიდან ვხედავ მომავალში ძალიან, ძალიან დიდ ცვლილებებს საპატრიარქოში.

ძლიერი რკინის ხელი, ძლიერი ენერგია მოევლინება ქართულ მართლმადიდებლობას, რომელიც გადაარჩენს არა მხოლოდ მართლმადიდებლობას, არამედ მთელ ჩემს ქვეყანას.

საქართველო ისე დაიცავს თავის უფლებებს, როგორც არასდროს. არცერთ ტაძარს არ დავუთმობთ არავის. მთელი საქართველო ხმას აიმაღლებს, პროტესტს გამოთქვამს და ეს დიდ შედეგებს გამოიღებს.

<…> განიწმინდება ერი ჩემი ურჯულოთა და მოღალატეთაგან, დასუფთავდება ქართული ეკლესია უწმიდურთაგან და გაიხარებს ქართველი ერი.

ასეთია წინასწარმეტყველება და ასეც ასრულდება, წინასწარმეტყველებას ვერაფერი შეაჩერებს.

2009 წელი. 20 დეკემბერი

კოსმოსი დაასუფთავებს უფლის სახლს და თანაც, როგორ?! ყველა იხილავს ამას. ასეთია ნება კოსმოსისა, რათა დარჩეს მღვდელი იგი პატიოსანი და ვხედავ, გადარჩება ბოლოს საპატრიარქო.

2010 წელი, 14 ნოემბერი

ვიმეორებ: კოსმოსი ყველა თავის ადგილს მიუჩენს — განურჩევლად ყველას. დიდი ცვლილებები საპატრიარქოშიც იქნება. ბევრი დაკარგავს თავის ადგილს — დიახ, ადგილს.

სამღვდელოებას ძალიან გაუჭირდება, დიდი ბრძოლები გაიმართება, ყველა გაოცდება.

სიმართლეს ვერაფრით დამალავთ.

იქნება დიდი დაპირისპირებები, დიდი შეცდომები, ორ კურდღელს ვერ დაიჭერთ!

2017 წელი, 20 თებერვალი

აგორებული ტალღა „ციანიდის საქმეზე“, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდება, უსინდისო თამაში მალე დასრულდება. მე, ქართველმა წინასწარმეტყველმა +ლელა+ კაკულიამ ერთი სიტყვა ვთქვი, სიტყვა უფლის მიერ ნაკარნახევი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე: ის მეუფე გახდება!

დიახ, ეს სენსაციური განაცხადია, მაგრამ ეს წინასწარმეტყველებაა და ასი პროცენტით ასრულდება.

ფრთხილად, კოსმოსი ყველას თვალყურს გადევნებთ. თქვენ მიერ ამოთხრილ ორმოში თავადვე აღმოჩნდებით და საშველი არსაიდან იქნება.

ბოროტებას, სიძულვილს, შურს, ბოღმას ანთხევთ, სიმართლე არ გაინტერესებთ? ჰოდა, მაგ სიმართლით გატარებთ კოსმოსი. ენერგია თითოეული თქვენგანის ცხოვრებაში ტაიფუნივით შემოიჭრება და ყველაფერს გადარეცხავს, არაფერს დაგიტოვებთ, თავბედს გაწყევლინებთ უფალი. ამინ!!

ვხედავ, საპატრიარქო არ დაწყნარდება. დიდი შიდაომები გარეთ გადაინაცვლებს, მღვდლები გაიფიცებიან, მიტინგებს გამართავენ და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს.

იმ პოლიტიკური მოვლენებში, რომლებიც განვითარდება საქართველოში, საპატრიარქოს ჩართვა გამორიცხულია. მრევლი თვითონ გადაწყვეტს, თუ ვის მისცეს ხმა, თუ რომელ პოლიტიკას დაუჭიროს მხარი.

ვხედავ, მოდის ახალი პატრიარქი: ახალგაზრდა, განათლებული. მასში დიდი ენერგიაა ჩადებული, კარგად იცის, რა თამაშებიცაა პოლიტიკაში და როგორ ითამაშოს. ის ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს!

მთავარი კი ის არის, რომ მას სწამს, სჯერა ქართველი წინასწარმეტყველის, +ლელა+ კაკულიასი — როგორც მის წინამორბედ პატრიარქ ილია მეორეს. ამიტომ მას დიდი ძალა ეძლევა კოსმოსიდან. ეს ასეა!!!

მომავალში საქართველოს პატრიარქი ეყოლება, ვხედავ, და ყველაფერი ირგვლივ დამშვიდდება.

2018 წელი, 30 ნოემბერი

ვხედავ ჩამქრალ სანთლებს ეკლესიაში. საპატრიარქოს უპირისპირდებიან, მაგრამ ეს სისულელე და შეცდომა იქნება. შეჩერდით! კოსმოსი არ გაპატიებთ და უდიდეს დარტყმას მოგაყენებთ.

ჩემს ქვეყანაში სანთელი არასდროს ჩაქრება. საქართველო თვითონაა სანთელი!

<…> იცით, რას გეტყვით?! — და ეს სიმართლეა — ქართული მიწა იერუსალიმის მიწაზე წმიდაა და სწორედ ამიტომ მოვედი მე ამ მიწაზე. ეს ასეა ასი პროცენტით!

ვხედავ, მავანი მაღალჩინოსანი (დედანში ვინაობა დაკონკრეტებულია, — რედ.) ძალიან გაუტევს ეკლესიასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერაფერს გახდება. ეს იმიტომ რომ ეკლესიას მე ვიცავ.

<…> ვხედავ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოუშვებენ საპატიმროდან, იმიტომ რომ ის იქნება იარაღი ეკლესიის წინააღმდეგ. ის დიდი სიამოვნებით ჩაერევა ამ ბრძოლაში. ბედისწერა სიკეთით შებრუნდება მისკენ.

მესმის, როგორ ირეკება ეკლესიაში გლოვის ზარები! სინოდი ისე წყვეტს ყველაფერს, როგორც არსებული ვითარება მოითხოვს, მერე კი ვხედავ ახალ პატრიარქს.

ვხედავ, ქართული ეკლესია არ დაიშლება — პირიქით, ერთ ძლიერ მუშტად შეიკვრება. მოდიან პატიოსანი მღვდლები. ისინი კოსმოსიდან არიან წარმოგზავნილნი.

საბოლოო ჯამში საპატრიარქო გაიმარჯვებს, ვინაიდან უფლის საცერი საპატრიარქოშიც იცრება და ხალხს რწმენა უბრუნდება. ეს გადაარჩენს საქართველოს.

2019 წელი, 7 მარტი

გაიხსენეთ, რა ვიწინასწარმეტყველე 1996 წლის 29 ნოემბერს. მაშინ ვთქვი, რომ საპატრიარქოში განხეთქილება მოხდებოდა და ორ ბანაკად გაიყოფოდნენ, რომ ჭყონდიდელი დაუპირისპირდებოდა და დაიწყებოდა დიდი ომები.

ახლა კი ვამატებ და ვიტყვი, რომ დადგა დრო და ახლა მე უნდა დავიცვა ჭყონდიდელი! ეს, ასე ვთქვათ, ჩემს პროგრამაში შედის.

ვხედავ, ყველა და ყველაფერი აღსდგება ჭყონდიდელის წინააღმდეგ, მაგრამ არაფერი გამოუვათ — ყველა დამარცხდება. გაიმარჯვებს ჭყონდიდელი, იმიტომ, რომ კოსმოსი, უფალი დგას მის გვერდით.

2019 წელი, 16 მარტი

ვხედავ, საპატრიარქო ნელ–ნელა იწმინდება. მოდის ახალი პატრიარქი — ამწუთში ყველასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

და კიდევ, გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან.

2019 წელი, 10 ნოემბერი

ვხედავ, ყოფილი ჭყონდიდელი, მეუფე პეტრე ფაქტობრივად, არ დანებდება. უფრო და უფრო მეტი თანამოაზრე გამოუჩნდება. საპატრიარქო ორ ბანაკად გაიყოფა−მეთქი, ადრე ვიწინასწარმეტყველე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაპირისპირება ერთ კაცსა და სხვა დანარჩენებს შორის კი არ იქნება, არამედ ჯგუფებს შორის. ორი ბანაკი იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარეს ძალები უნდა იყოს მობილიზებული. და მეუფე პეტრე მობილიზებულია. ის დიდ ცვლილებებს შეიტანს საპატრიარქოში

რაც შეეხება ახალ ჭყონდიდელს, ის ვერაფერს მოუტანს ეპარქიას. მის ქმედებებს ვერ ვხედავ. დგას და მორჩა. იქნება დიდი უკმაყოფილებები და გამოსვლები.

2020 წელი, 1 ივლისი

უფლის კოსმიური საცერი იცრება და ვხედავ, საპატრიარქოც გაიცრება. იქნება ისე, როგორც კოსმოსს სურს და არა ისე, როგორც ადამიანებს სურთ.

ბევრი რამ შეიცვლება.

2022 წელი, 25 აპრილი

მოდის ახალი პატრიარქი. ყველაფერი იცვლება საპატრიარქოში — ყველა და ყველაფერი!!! და ამას ვერ შეაჩერებთ. ამინ!”

 

Cesko