მანანა არჩვაძიდან მაკა ჩიჩუამდე – საქართველოს “პირველი ქალბატონები”, მათი პირადი ცხოვრება, გავლენა და უცნობი ამბები

0
1932
50 Views

ტერმინი “პირველი ლედი” პირველად 1849 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ზაქარი ტეილორმა გამოიყენა, როცა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის ჯეიმზ მედისონის მეუღლის დოლი მედისონის გასვენებაზე სიტყვით გამოვიდა. თავდაპირველად, ტერმინი First Lady ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ცოლის მიმართ გამოიყენებოდა, მაგრამ მოგვიანებით სხვა ენებშიც გავრცელდა და დღეს ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაურის მეუღლის მიმართ გამოიყენება. 

მანანა არჩვაძე

1991 წელს საქართველოს პირველ პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია აირჩიეს. ქვეყნის პირველი ლედი მისი მეუღლე – მანანა არჩვაძე გახდა.

მანანა არჩვაძე გამსახურდიას მეორე ცოლი იყო. ზვიადის პრეზიდენტობის პერიოდში აქტიურობით გამოირჩეოდა – ერეოდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და მეუღლეს მნიშვნელოვან შეხვედრებზე დაჰყვებოდა.

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს საქართველოში სიტუაცია აირია – პრეზიდენტს მოუწია თავი სამეგრელოსთვის შეეფარებინა – მანანა და ოჯახიც მას გაჰყვნენ, თუმცა მოგვიანებით ქვეყნის დატოვება მოუწიათ. ქართველები ქვეყანაში არსებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებას ზვიადზე მეტად, მანანას აბრალებდნენ.

მანანა არჩვაძეს აქტიური ცხოვრება არც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მიუტოვებია – ჩამოაყალიბა ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა პარტია და სათავეში ჩაუდგა.

ნანული ცაგარეიშვილი

საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მეუღლე პროფესიით ჟურნალისტი იყო. შევარდნაძემ მომავალი მეუღლე წაღვერში დასვენების დროს გაიცნო. მალე იქორწინეს და ნანული საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო. პირველ ლედის ბევრ ქვეყანაში ცნობდნენ და პატივს სცემდნენ.

საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. ცნობილია, რომ ნანული შევარდნაძე უცხოელების მიერ ქართველი ბავშვების შვილად აყვანის წინააღმდეგი იყო. მიაჩნდა, რომ ეს ხელს უწყობდა ქართველების დემოგრაფიულ პრობლემას.

სანდრა რულოვსი

სანდრა ელისაბედ რულოვსი 1968 წელს, ჰოლანდიაში დაიბადა. იგი პროფესიით იურისტია და თავისუფლად საუბრობს რამდენიმე ენაზე. სანდრა საქართველოს პირველი ლედის ტიტულს ყველაზე დიდხანს ატარებდა. წინამორბედებისგან განსხვავებით, სანდრა პოლიტიკაში არ ერეოდა, თუმცა მეუღლეს ყოველთვის მხარში ედგა.

საქართველოში იგი საქველმოქმედო ორგანიზაციებშიც იყო ჩართული – აშშ-დან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო წითელი ჯვრის ორგანიზაციაში. თავადაც გაიარა პირველად დახმარების კურსები და საავადმყოფოში პირველად მედდად მუშაობდა.

მაკა ჩიჩუა

მაკა ჩიჩუას სტატუსთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად გაიყო – ზოგი ფიქრობდა, რომ ის არ იმსახურებდა პირველი ლედის ტიტულს, რადგან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე ოფიციალურად დაქორწინებული არ იყო. ზოგი კი პირიქით, მაკას პირველ ლედიდ მიიჩნევდა, რადგან წყვილი ერთად ცხოვრობდა.

მაკა ჩიჩუა პროფესიით მხატვარია. მას რამდენიმე ფილმშიც მიუღია მონაწილეობა. პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს. ხოლო გიორგი მარგველაშვილთან ორი შვილი შეეძინა.

წყარო: marao.ge

სხვა ახალი ამბები:

https://split.spnews.io/ka/archives/178282

“საქართველოს მძიმე პერიოდები ელის…” – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

ცისანა სეფიაშვილი გათხოვდა – ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი – დეტალები

16 წლის გოგომ საკუთარ ახალშობილს ყელი გამოჭრა და ჩანთაში დამალა – სად მოხდა საშინელება

“ჩიტმა ამბავი მომიტანა…” – ვინ ჩამოჰყავს ნაცმოძრაობას საარჩევნოდ?! – რას წერს ელისო კილაძე

ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ

ბავშვები თუ ყველა საგანში მაინც რეპეტიტორებთან უნდა ატარო, ამდენი საჯარო სკოლა, თავისი ინფრასტრუქტურითა და მანდატურ-მასწავლებლებით, რისთვისაა საჭირო ხო ვერ მეტყვით?! – რას წერს ჟურნალისტი

ქეთი მელუა მენტალურ პრობლემებზე: „საავადმყოფოში აღმოვჩნდი… ძალიან სერიოზული პრობლემა მქონდა…“

 

Cesko