„ეს „სუ­ჩკა“ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი უნდა დავ­მარ­ხო…“ – მინისტრმა გამოაქვეყნა სქრინი, სადაც ნაცმოძრაობის მხარდამჭერი აგინებს და ემუქრება (+ფოტო)

0
2551
1,229 Views

განახლება: “ვისაც ასეთების ხალისუფლებაში ყოფნა გენატრებათ, ვეღარ ნახავთ” – თეა წულუკიანი ქეთა გაბიანის წინააღმდეგ სამართლებრივ პროდეცურას იწყებს

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი თავად აქ­ვეყ­ნებს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რის ქეთა გა­ბი­ა­ნის “ფე­ის­ბუქპოს­ტის” სქ­რინს და წერს:

“ამ ქალ­ბა­ტონს არ ვიც­ნობ, არც ის ვიცი, ვინ არის. თა­ვის გვერ­დზე რაც და­უ­წე­რია მიმ­დი­ნა­რე წლის 12 თე­ბერ­ვალს სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ზრახ­ვის შე­სა­ხებ. ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­ქმუ­ლია ჩემ მიერ ზუს­ტად ისე, რო­გორც წე­რია – რე­ა­ლუ­რად და ადეკ­ვა­ტუ­რად. რაკი არ ვიც­ნობ, ფაქ­ტია, რომ ეს მუ­ქა­რა სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ვი­საც ასე­თე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა გე­ნატ­რე­ბათ, ვე­ღარ ნა­ხავთ, გა­ლი­ა­ში ზის. ვი­საც “ფსევ­დო­ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პოზა” გი­ჭი­რავთ, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო მოხ­მა­რე­ბის­თვის უპო­ზი­ცი­ო­ბას გუ­ლის­ხმობს, ხოლო ფა­რუ­ლად უმ­სგავ­სო­ბა გე­ნატ­რე­ბათ და­სავ­ლუ­რო­ბი­სა და ლი­ბე­რა­ლიზ­მის სა­ხე­ლით, მა­თაც გი­სამ­ძიმ­რებთ. და­ნარ­ჩე­ნი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის სა­კი­თხია”, – წერს წუ­ლუ­კი­ა­ნი.

სქ­რინ­ზე ჩანს, რომ გა­ბი­ა­ნი უცენ­ზუ­როდ სი­ტყვებს იყე­ნებს და წერს: “ეს “სუ­ჩკა” თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი უნდა დავ­მარ­ხო…”

Cesko