პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსში” იმ პერიოდს იხსენებს, როცა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კონსულტანტი იყო.
როგორც ხუხაშვილი გადაცემაში ამბობს, მაშინ მმართველ გუნდში მისი შიში და რიდი ჰქონდათ, თუმცა აქვე ამბობს, რომ ის მინისტრების კომპეტენციაში არასოდეს იჭრებოდა.
“არ მინდა ამბიციურად გამომივიდეს, მაგრამ სისტემაში ჩემი შიში და რიდი იყო. ვერცერთი მინისტრი ვერ იტყვის, რომ მათ კომპეტენციაში ვერეოდი, მაგრამ შეცდომას არ ვპატიობდი არავის და როცა მაგიდასთან ვჯდებოდით მე ვიყავი ძალიან კაცარი. ბიძინაზე მკაცრი ვიყავი ხოლმე. ზოგჯერ აგრესიული ვხდებოდი ხოლმე, მით უმეტეს მაშინ, როცა ვჯდებოდით და ვხედავდი ადამიანი თამაშობდა ან იტყუებოდა. ბიძინამ ერთხელ მითხრა, ფეხს დაგაჭერ ხოლმეო და სხვათა შორის, ამ მეთოდს ვიყენებდით,” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.