ზურა ხაჩიძე: ,,როცა დედაჩემი გარდაიცვალა, ხათუნას დედამ მითხრა, ახლა დედაშენი მე ვარო”

0
512
28 Views

პოპულარულმა წყვილმა, ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ რთული პერიოდი გადალახა. ახალ წელს გაზიარებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ცოლ-ქმარი ძალიან ბედნიერია და 2022 წლის დადგომას მხიარულ გარემოში აღნიშნავენ. ზურა ხაჩიძემ ,,სარკეს” რთულ პერიოდზე უამბო, როცა ხათუნას სიმსივნესთან უწევდა ბრძოლა:

– ამ ბრძოლის ძირითადი ნაწილი გავლილი გვაქვს. მეგობრების და უამრავი ადამიანის ლოცვის, დახმარებისა და ჩართულობის გარეშე, ჩვენ ბრძოლა გაგვიჭირდებოდა. ერთობით ძალიან ბევრი რამის დამარცხება შეიძლება. ეს არა მარტო ჩვენი გამარჯვებაა, ეს ყველა იმ ადამიანის გამარჯვებაა, ვინც ხათუნასთვის ილოცა და მის გამოჯანმრთელებაზე ფიქრობდა.

– დიდი დრო არ გასულა, რაც ხათუნას დედა, ქალბატონი ნუნუ, გარდაიცვალა. როგორი იყო ამ დანაკარგის გააზრება?

– ის ჩემი დედაც იყო. ძალიან მაგარი ადამიანი გახლდათ. ხათუნასთვის ეს ამბავი დღემდე მოუშუშებელი იარაა. ძალიან ბევრს ტირის და ელაპარაკება კიდეც. მას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში და ამიტომ მისი წასვლა განსაკუთრებულად რთული იყო ყველასთვის.

– რას გაიხსენებდით მასთან ურთიერთობიდან? რომელიმე ძვირფასი მოგონება გაგვიზიარეთ.

– თავიდან ძალიან წინააღმდეგი იყო ჩემი და ხათუნას ურთიერთობის. ჩვენი შეხვედრის ადგილი ეკლესია იყო, რადგან ტაძარში მუდმივად დადიოდა. სანამ კარგად გამიცნობდა, არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ არ უნდოდა ჩვენი ურთიერთობა. როდესაც კარგად გამიცნო, ყველაფერი შეიცვალა.

დედაჩემის გარდაცვალებისას მოვიდა და მითხრა, ამ დღიდან დედაშენი მე ვარო. მთელი ის პერიოდი, რაც ერთი ოჯახი ვიყავით, ჩვენი ურთიერთობა მართლა არ განსხვავდებოდა დედაშვილობისგან. უამრავი ტაძარი მოვილოცეთ ერთად. უყვარდა სტუმრების მიღება, სუფრების გაშლა, მასპინძლობა.

წყარო:https://sarkenews.ge/

Cesko