“მელიას არმია იმარჯვებს, ნელ-ნელა ტელესივრციდანაც გააქრობენ სააკაშვილის თემას” – ვატო გელაშვილი

February 14, 11:51
0
663

“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი:

“მოკლედ რუსეთის და უკრაინის ომი ან იქნება ან არაა, ეხლა მინდა ნამდვილ ომზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. რომელიც ამ წამსაც კი მიმდინარეობს, ესაა სააკაშვილი მელიას მხარდამჭერების ომი. ჰიბრიდულიცააა, ფიზიკური შეხლა შემოხლაც, შეურაცხოფების, პროპაგანდისტულიც და კიბერ შეტაკებებიც.
ამ დროისთვის მელიას არმია იმარჯვებს, უფრო მეტი რესურსი აქვს, ნელ-ნელა ტელესივრციდანაც გააქრობენ სააკაშვილის თემას. (უკვე მოითხოვეს ოპოზიციურმა პარტიებმა ამ თემის ნელ-ნელა ჩახსნა )
დარჩნენ ვიღაც ტიპები, ვინც მიშას სახელს თავის პირადი მიზნებისთვის იყენებენ, ემიგრანტები და აქაურები რომლებიცი ისეთი გაურკვევლობა არიან რომ ძალაუნებურად მელიას გეგმას მიყვებიან.
მიშისტებს არც რესურსი აქვთ და არც რაიმე სტრატეგია. მოკლედ როგორც ვატყობ მელია და ბიძინა მოიგებენ ამ ბრძოლას.”

Cesko