დავით ქართველიშვილი: საქართველოს ეს დაუძინებელი კი არა, მარად მღვიძარე მტერი, ეველინ ფარკასი [მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი] ჩვენი ნაცსექტის ერთ-ერთი ძირითადი მეკავშირე და იდეოლოგია

December 8, 13:27
0
254

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან საქართველოს მტრები და უნდა იცოდეს ისიც, რას ჩაიდენდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, დღეს ხელისუფლებაში რომ იყვნენ.

„საქართველოს ჰყავს უამრავი ხილული თუ უხილავი მტერი, მაგრამ ზოგიერთის პერსონიფიცირება ნამდვილად ღირს. თუნდაც ქვეყნის უახლოესი ისტორიის სახელმძღვანელოებში შესატანად. ერთ-ერთი მათგანი – ეველინ ფარკასია, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი.

ეს ის ქალბატონია, 2022 წლის სექტემბერში რომ გვაქეზებდა დაგვეწყო საომარი მოქმედებები პუტინის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ, ვინაიდან ამერიკელებმა სათანადოდ მოამზადეს ჩვენი ჯარი, ხოლო დასავლეთი დახმარების გარეშე არ დაგვტოვებს, ისევე როგორც ამას უკრაინის მისამართით აკეთებს. ეს იგივე ქალბატონია, რომელიც 2023 წლის სექტემბერში კვლავ გვახსენებდა, რომ ზუსტად ახლაა იმის დრო, რომ ქართველი ხალხი პუტინს აღუდგეს და ეს ისტორიული შანსი ხელიდან აღარ უნდა გაუშვას.

ის, რომ უკრაინამ არასათანადოდ შეაფასა რუსეთის სიძლიერე, ეს NATO-ს გენმდივანმა მხოლოდ ნოემბერში ბრძანა, ამიტომ საქართველოს სექტემბერში ჯერ ჰქონდა შანსი, რომელიც მან კიდევ ერთხელ გაუშვა ხელიდან. ის, რომ უკრაინას ფინანსურ დახმარებას აშშ-ს კონგრესი აღარ გამოუყოფს, მხოლოდ დეკემბერში გახდა ცნობილი, თორემ მასაც და საქართველოსაც ჯერ კიდევ სექტემბერში პუტინის დამარცხების უნიკალური შანსი ჰქონდათ. საქართველოს ეს დაუძინებელი კი არა, მარად მღვიძარე მტერი, ეველინ ფარკასი, ჩვენი ნაცსექტის ერთ-ერთი ძირითადი მეკავშირე და იდეოლოგია. და კიდევ ერთხელ, უბრალოდ წამიერად რომ წარმოვიდგინოთ, რა მდგომარეობაში ჩააგდებდნენ ქვეყანას დღეს ეს მტრები და მოღალატეები.

არა აქვს მნიშვნელობა, რამდენ მარტივ მამრავლებად დაიყოფა მათი სექტა, თითოეულ მათგანს მათთვის ამ ამოუცნობი ქვეყნის თუნდაც განადგურება სურს, თავისი მამულით, ენით და სარწმუნოებით, თუკი საკუთარი აგენტოკრატების დავალებით არ დაიბრუნებენ ხელიდან ოდესღაც გაშვებულ ხელისუფლებას.

ამ სიბოროტის ყოველი მხარდამჭერი და ამომრჩეველი დღეს ქართული სოფლებისა თუ ქალაქების განადგურების, მსხვერპლის, ლტოლვილთა ნაკადებისა და დემოგრაფიული კატასტროფის ხელის მომწერი და თანაორგანიზატორია. ამას მტკიცება აღარ სჭირდება – ეს პოლიტიკური აქსიომაა“, – წერს ქართველიშვილი.

სხვა ახალი ამბები:

გზებზე არსებული ვითარება – სად არის გადაადგილება აკრძალული?

„ამოდენა თავხედობა რატომ გაქვს, რომ გგონია, ოდესმე ამისთვის მზად იქნები?!“ – რატომ უთხრა ეს სიტყვები პატრიარქმა გია ბუღაძეს

მანანა არჩვაძიდან მაკა ჩიჩუამდე – საქართველოს “პირველი ქალბატონები”, მათი პირადი ცხოვრება, გავლენა და უცნობი ამბები

„ამოდენა თავხედობა რატომ გაქვს, რომ გგონია, ოდესმე ამისთვის მზად იქნები?!“ – რატომ უთხრა ეს სიტყვები პატრიარქმა გია ბუღაძეს

“საქართველოს მძიმე პერიოდები ელის…” – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

ცისანა სეფიაშვილი გათხოვდა – ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი – დეტალები

16 წლის გოგომ საკუთარ ახალშობილს ყელი გამოჭრა და ჩანთაში დამალა – სად მოხდა საშინელება

“ჩიტმა ამბავი მომიტანა…” – ვინ ჩამოჰყავს ნაცმოძრაობას საარჩევნოდ?! – რას წერს ელისო კილაძე

ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ

ბავშვები თუ ყველა საგანში მაინც რეპეტიტორებთან უნდა ატარო, ამდენი საჯარო სკოლა, თავისი ინფრასტრუქტურითა და მანდატურ-მასწავლებლებით, რისთვისაა საჭირო ხო ვერ მეტყვით?! – რას წერს ჟურნალისტი

ქეთი მელუა მენტალურ პრობლემებზე: „საავადმყოფოში აღმოვჩნდი… ძალიან სერიოზული პრობლემა მქონდა…“

Cesko