ნიკა გვარამია – “გაბუნია ჩემი პირველი მოადგილე გახდა, სესიაშვილი პოსტ ფაქტუმს წაიყვანს…”

0
760
22 Views

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

“მთავარი არხი ახალ სეზონს განახლებული ბადით ხვდება. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი შენარჩუნებულია. იქნება ახალი და საინტერესო პროექტებიც.
დღეს შევჩერდები მხოლოდ ცვლილებებზე ახალი ამბების და თოქშოუების მიმართულებით:
1. გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა Giorgi Gabunia
2. პოსტ ფაქტუმს წაიყვანს მიხეილ სესიაშვილი Misha Sesi. პოსტ ფაქტუმის ჯგუფს შეემატა ბექა ყორშიაც აქებ აიშროყ.
3. შაბათის ფორმატი აქამდე არსებული სახით, დაიხურა. მის ნაცვლად შემოგთავაზებთ ახალი ამბების გამოშვებას, საინტერესო ფორმატით. გადაცემას წაიყვანს Tamar Baghashvili
4. გამომდინარე იქიდან, რომ თამარ ბაღაშვილი ცხრიანი მთავარის წამყვანია, დაიხურა “დებატები თამარ ბაღაშვილთან”.
5. შეიცვალა ჩემი გადაცემის ეთერში გასვლის დროც. მთავარი აქცენტები იქნება ხუთშაბათობით 22:00 საათზე. პროექტი ხალხის ხმა დაიხურა, ხოლო მთავარი გოგოები იქნება კვირას, 23:00, პოსტ ფაქტუმის შემდეგ.
სხვა სიახლეებზე მოგვიანებით გაცნობებთ.
გმადლობთ, რომ გვიყურებთ.”

Cesko