30 Views
„ჩემი სამშობლო დღეს არის უკრაინა და დღეს ჩემი ხალხი არიან უკრაინელები“ – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველი“ ეთერში განაცხადა.
„ჩემი სამშობლო დღეს არის უკრაინა და დღეს ჩემი ხალხი არიან უკრაინელები. ვერც კი ვხვდებით ამას, იმიტომ, რომ ვირთხა სახელმწიფოდ ვიქეცით. ქართული სახელმწიფო არის ძებნაში. ჩვენ პირდაპირ ვართ მიბმული უკრაინულ სახელმწიფოზე, გაიმარჯვებენ უკრაინელები, გავიმარჯვებთ ჩვენ.
დამარცხდება უკრაინა და საქართველო გაქრება, როგორც პოლიტიკური ერთეული და შეიძლება, როგორც კულტურული ერთეული.
გადავიქცევით დუქნად და მიიღეთ მერე რუსი ტურისტები და მერე დაეჯღანეთ კიდე იმათ და გაუცინეთ. ასეა, უკრაინაში წყდება ჩვენი ბედი“, – თქვა სანიკიძემ.