“ბებია და ბაბუა” – კუზანოვების ოჯახური იდილია და ნინო ნადირაძე ბებიის ამპლუაში (ფოტო-ვიდეო)

December 9, 21:41
0
3137

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. განსაკუთრებულ მოწონებას კი ნინოს სტილი და მისი გემოვნებიანი გარდერობი იმსახურებს.

ნინო უკვე წლებია, სამედიცინო სფეროში საქმიანობს და მისი მეუღლე ცნობილი პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვია. წყვილს ორი შვილი ჰყავს. უფროსი, ბაია კუზანოვა, მამის გზას აგრძელებს და თავადაც პლასტიკური ქირურგია. ბაიას ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს, რომელიც ბებიასთან და ბაბუასთან დროს ხშირად ატარებს.

„საერთოდ, ვფიქრობ, რომ გენეტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მშობლისთვის მთავარია, კარგად გაიცნო შენი შვილი. არ უნდა შეუდგე მისი ფუნდამენტური ხასიათების გადაკეთებას. შეეცადო, რაც კარგი აქვს, ის წინ წამოიღო. ხანდახან გამირბის ხოლმე შენიშვნები. დედაჩემი ძალიან მაკომპლექსებდა, ეს არ გივარგა და ის არ გივარგაო…

ჩემს შვილებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს, მაგრამ ვცდილობ, საკუთარი თავი ზედმეტად არ მოვახვიო. მე ვზრდიდი ჩემს შვილებს განსხვავებულად, ვიდრე ჩემი მშობლები მზრდიდნენ. მშობლებმა გამხადეს მაქსიმალისტი, არ შემიძლია ჩემზე ვიფიქრო, ჯერ სხვაზე უნდა ვიფიქრო. პირველი შვილი ვიყავი და ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებდი მე… კითხვას რომ მისვამს ჩემი მეუღლე, სად ხარო, ან შვილები მეკითხებიან, დღემდე არ მიყვარს. ადამიანის ბუნება ბნელით არის მოცული და ვერ გააკონტროლებ. თუ ჩათვლი საჭიროდ, რომ აკონტროლო, თუ რამის დამალვა უნდა, უფრო დაგიმალავს. ყველაფერს ვაკეთებდი შვილების ნდობის მოსაპოვებლად. ჩემი დასჯა არის ჩემი სიგრილე. სამსახურშიც იგივე მეთოდი მაქვს. იმდენად თბილი და მოსიყვარულე ვარ, დიდი დასჯაა, როცა დისტანცირდები და ვეღარ ხედავ იმ ადამიანს…

ჩემს შვილებს შორის შვიდი წელია განსხვავება. პირველად რომ გავხდი დედა, ოღონდ ვინმეს დაეტოვებინა, სადმე წაეყვანა, ვცდილობდი, ინსტიტუტიდან გვიან მოვსულიყავი. ივიკოზე მასე არ ვიყავი. შვილიშვილზე მზად ვარ, ყველაფერი დავტოვო და სულ ხელში მყავდეს აყვანილი. ფეთიანობა გადმოვაღვარე ამ ბავშვს და ვხვდები, რომ ზედმეტებში გადავდივარ…“ – ამბობდა ნინო.

ამჯერად ბაია კუზანოვა “ინსტაგრამზე” მშობლებისა და შვილის ოჯახურ კადრებს აქვეყნებს:

სხვა ახალი ამბები:

ემოციური ვიდეო: მამის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ბიჭი, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს – დეტალები

“ეს ამბავი მოახლოვებულმა მაიმუნის წელიწადმა გამახსენა”- რას წერს ლაშა ამირეჯიბი

“ზამთარი ვარდსა დააჭკნობს” – ოთო ბაზერაშვილის გენიალური შესრულება

ვიდეო: “საახალწლო სამზადისი” – როგორია ვარსკვლავური წყვილის, ნიცა თავაძისა და ხვიცა კვარაცხელიას იტალიური ბინა და საახალწლო ნაძვის ხე

მანანა არჩვაძიდან მაკა ჩიჩუამდე – საქართველოს “პირველი ქალბატონები”, მათი პირადი ცხოვრება, გავლენა და უცნობი ამბები

„ამოდენა თავხედობა რატომ გაქვს, რომ გგონია, ოდესმე ამისთვის მზად იქნები?!“ – რატომ უთხრა ეს სიტყვები პატრიარქმა გია ბუღაძეს

“საქართველოს მძიმე პერიოდები ელის…” – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

ცისანა სეფიაშვილი გათხოვდა – ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი – დეტალები

16 წლის გოგომ საკუთარ ახალშობილს ყელი გამოჭრა და ჩანთაში დამალა – სად მოხდა საშინელება

“ჩიტმა ამბავი მომიტანა…” – ვინ ჩამოჰყავს ნაცმოძრაობას საარჩევნოდ?! – რას წერს ელისო კილაძე

ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ

 

Cesko