37 Views
ნინა ლაფაჩიძე, კომენტარს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე აკეთებს, რაც დღეს ნეაპოლში ხდება. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ნაპოლში ოთხი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზად ორ შემთხვევაში კოვიდ19 დასახელდა, ხოლო ორი ქალბატონი ინფარქტით დაიღუპა.
„საქართველოს საკონსულო, ოთხივე შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმირებულია და კანონით გათვალისწინებული რეგულაციების ფარგლებში, ყველა საჭირო ზომები უკვე მიღებულია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი კონსულს, ქალბატონ ნატალია კორძაიას იმ გულისხმიერებისთვის და ოპერატიულობისთვის, რასაც ის ემიგრანტებისადმი იჩენს.“ – აღნიშნა ნინა ლაფაჩიძემ