“ძროხებს ემზარია უვლის…ეცადე მალე გამოკეთდი, დაგვიბრუნდი და ისევ იბოდიალე…“ – რას წერს კოვიდინფიცირებულ ბაბუას შვილიშვილი

0
629
40 Views

„ასეთი შვილიშვილი მომეცი, ღმერთო!“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა კლინიკა BMC – ის რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ინეზა სულამანიძე კოვიდინფიცირებული პაციენტის შვილიშვილს, რომელმაც ბაბუას საავადმყოფოში წერილი გაუგზავნა და აღნიშნულ წერილს აქვეყნებს.

შვილიშვილი ემოციურ წერილში ბაბუას ურჩევს ექიმებს დაუჯეროს და მის სახლ-კარს მალე დაუბრუნდეს.

„ბაბუა შენ ახლა ფილტვების ანთება გაქვს და ბათუმში ხარ საავადმყოფოში… ექიმები გივლიან და გთხოვ დაუჯერო მათ.

სახლში ყველაფერი კარგად არის, ჯუბიტამ ჩალა უყიდა, ძროხებს ემზარია უვლის. არ იდარდო მაგაზე … ვასკაია დაკუნტრუშობს და ერთი სული აქვს როდის გაიგონებს შენს ხმას ალბათ… სიმინდიც დაგვრჩა დასაფშვნელი…

ჰოდა ყველაფერი შენზეა ხომ იცი, შენს ეზო – კარს და სახლს შენს გარეშე ფასი არ აქვს…

ეცადე მალე გამოკეთდი და დაგვიბრუნდი და ისევ იბოდიალე…

მერაბიკოს უნდა შენი ჩახუტება. ჯუბიტა და მე ყოველდღე დავდივართ და არ გვიშვებენ კოვიდის გამო.

შენთან ვართ იცოდე… აქვე ახლოს…“ – წერენ შვილიშვილები კოვიდინფიცირებულ ბაბუას.

Cesko