28 Views
კაცმა სხვისი მანქანის ხანძრისგან გადასარჩენად, საკუთარი მანქანა დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბექა მჭედლიშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, მანქანა ცეცხლთან ძალიან ახლოს იდგა და მეორე პირმა თავისივე ავტომობილით გასწია, რათა ცეცხლმოკიდებული მანქანა არ აფეთქებულიყო
„ცოტა ხნის ჩვენს სახლთან ახლოს პატარა ხანძარი იყო, მანქანა იდგა ძალიან ახლოს ცეცხლთან რომელსაც გადაედო ცეცხლი და მეორე გამვლელმა ადამიანმა თავის მანქანა დააზიანა და გაწია თავის მანქანით რომ არ აფეთქებულიყო. ხანძარი ძალიან მალე ჩააქრო სახანძრომ. ხანძარი ლიკვიდირებულია, არავინ დაზიანებულა, ადამიანობა უმაღლეს ხარისხშია“,- წერს ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.