ბავშვი, რომელიც მეოთხე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა – დაკავებულია მამინაცვალი

0
1415
45 Views

13 იანვარს იტალიის ქალაქ ტურინში, ტრაგედია დატრიალდა. 3 წლის გოგონა სახელად ფატიმა, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადავარდა. პოლიციამ ბავშვის მამინაცვალი, 32 წლის წარმოშობით მაროკოელი აზარ მოშინე დააკავა, ის ბავშვის განზრახ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, თუმცა ამ ეტაპზე პროკურატურა, ფაქტების შესწავლით შემოიფარგლება. აღნიშნულ პიროვნებაზე საქმე ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბარლდებითაც არის საქმე აღძრული.

„თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რადგან ფატიმა ჩემს სახლში იყო და სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ რაღაც მოხდა, როდესაც ბავშვის დედის ყვირილი გავიგე და აივნიდან გადავიხედე. განადგურებული ვარ“ – აცხადებს ეჭვმიტანილი.

ბავშვის დედა და ეჭვმიტანილი ერთსა და იმავე სართულზე, მაგრამ მოპირდაპირე ბინებში ცხოვრობენ. ფატიმა სწორედ აზარის სახლისკენ მიმავალი აივნიდან გადავარდა. ბავშვმა ცოტა ხანს კიდევ იცოცხლა და მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პირველი, ვინც ბავშვი შეაჩნია, შენობის პირველ სართულზე განთავსებული საცხობის თანამშრომელი იყო. სწორედ მან გამოიძახა სასწრაფო დახმარება, მაგრამ პატარა ვეღარ გადაარჩინეს. მოწმის ჩვენებით, დაცემის ხმის გაგონებამდე, ჩხუბის ხმა გაიგო. მისი თქმით, შეუძლებელია, რომ ბავშვი შემთხვევით გადმოვარდნილიყო, რადგან აივნის მოაჯირიდან შორს იყო დაცემული.
Cesko