როსკომნადზორი “რადიო თავისუფლებისგან” ნავალნის მიერ გამოძიებული საქმეების შესახებ სტატიების წაშლას მოითხოვს

0
620
23 Views

რუსეთის სახელმწიფო მედია-მონიტორინგის სააგენტო, “როსკომნადზორი” დაიმუქრა, რომ დაბლოკავს რადიო თავისუფლების შვიდ ვებგვერდს, რომლებიც ემსახურებიან რუსეთის, უკრაინის და ცენტრალური აზიის აუდიტორიას, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაუყოვნებლივ არ წაშლიან სტატიებს, რომლებიც დაკავშირებულია ოპოზიციის პატიმრობაში მყოფი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მიერ კორუფციის საქმეების გამოძიებასთან. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს.

როსკომნადზორმა 60-ზე მეტი შეტყობინება გააგზავნა ელექტრონული ფოსტით იმ მასალების წაშლის მოთხოვნით, რომლებიც შეეხებოდა ნავალნის მიერ გამოძიებულ საქმეებს. მოთხოვნა ეხება რადიო თავისუფლების ორ უდიდეს ვებგვერდს „რადიო სვობოდას“ და “ნასტოიაშჩეე ვრემიას”, ასევე რადიო თავისუფლების რუსულენოვან ვებგვერდებს, რომლებიც განკუთვნილია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთისთვის, და ასევე ციმბირის, ვოლგა-ურალის და ჩრდილო-დასავლეთი რეგიონების ადგილობრივ ვებგვერდებს.

საქმე ეხება კორუფციის შემთხვევების გამოძიების შესახებ სტატიებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, შავი ზღვის “სასახლესთან”, კრემლთან დაკავშირებულ ბიზნესმენთან, ევგენი პრიგოჟინთან, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან, კირილთან და რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების სხვა მაღალი რანგის ფიგურებთან.

რადიო თავისუფლებას 24 საათი მიეცა ათობით სტატიის ამოსაღებად, რომლებიც, როსკომნადზორის თქმით, წარმოადგენს რუსეთის ანტიექსტრემისტული და ანტიტერორისტული კანონმდებლობის დარღვევას.

Cesko