42 Views
სოციალური ქსელი მოიცვა ვიდეომ, რომელშიც ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი უცხო ადამიანს ჩააცვა, რომელიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა.
ვერიკო ხეცაძე გვიყვება, რომ მეუღლესთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, როცა წერეთელზე ფეხშიშველი ადამიანი დაინახა. ამბობს, რომ ამან მასზე ძალიან იმოქმედა და ცრემლები ვერ შეიკავა.
მათ უცხო ადამიანის დახმარება გადაწყვიტეს. ის გამოხმაურება კი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს მოჰყვა, მათთვის მოულოდნელი იყო.