სამი შვილის დედამ თვითმკვლელობა სცადა

0
893
35 Views

გუშინ გვიან ღამით უმძიმესი კადრები გავრცელდა, როგორ ცდილობდა ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა ივანიშვილის რეზიდენციიდან გადახტომას და თავის მოკვლას. საბედნიეროდ, გადაარჩინეს და ქვეყანა კიდევ ერთ ტრაგედიას გადაურჩა.

თამუნა იარაჯული შშმ პირის დედაა. ის დიდი ხანია იბრძვის იმისთვის, რომ შშმ პირების პენსია 300 ლარი მაინც გახდეს და წამლები სადაზღვევო პაკეტში შევიდეს. ეს ის მინიმუმია, რაც უნარშეზღუდულ ადამიანებს სჭირდებათ იმისთვის, რომ იცოცხლონ.

რამდენიმე დღის წინ ამ გაჭირვებას ისიც დაემატა, რომ თამუნა იარაჯულს გაზი ჩაუჭრეს და სამი შვილი სიცივეში დარჩა. ის დავალიანების გადავადებას მხოლოდ 8 დღით ითხოვდა, მაგრამ უშედეგოდ.

-დავრეკე გაზის კომპანიაში და ვეუბნები, საქართველოში თითქმის ყველა თვის ბოლოს იღებს ხელფასს. არავინ გთხოვთ, რომ დავალიანება აჩუქოთ, უბრალოდ გადაიტანეთ თვის ბოლოსთვის-მეთქი. უსისხლხორცო კომპანიებს რა ტექსტებით აქვთ, ისე მიპასუხეს, თითქოს რობოტი მელაპარაკებოდა, რომ თურმე საქართველოს კანონმდებლობით ასე თიშავენ და ა.შ.

ახლა ვიცვამ და მივდივარ ღარიბაშვილთან. რომ მოეთრა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არაფერი გააკეთოს, ჭამოს და სახლში წაიღოს, თავის მოსახლეობაზე არ იზრუნოს… ვუხსნი იმ კომპანიას, რომ ბავშვები მყავს სახლში და მეუბნება, რომ თურმე კანონმდებლობა იცავს ბიზნესს. ვიცით, რომ ბიზნესით იგებს არჩევნებთ და ბიზნესით ცხოვრობთ, საქართველოს ბიუჯეტით ხომ ცხოვრობთ და კიდევ ბიზნესით ცხოვრობთ.

თქვენ ხომ არ აფრენთ? საიდან მოეთრიეთ?! არჩევნებში რომ იღებდით მონაწილეობას, ძალიან კარგად იცოდით, რომ გაჭირვებული ხალხის მთავრობა უნდა ყოფილიყავით და თუ გამოსავალს ვერ იპოვიდით, წათრეულიყავით სახლში და მოსულიყო ისეთი მთავრობა, რომელიც ამ ხალხს მიხედავდა. არავით გთხოვთ რამის ჩუქებას, თვის ბოლოზე იყო ლაპარაკი, რომ 8 დღით გადაწეულიყო, – ამბობდა ქალბატონი თამუნა ვიდეოში. ამის შემდეგ კანცელარიაში მივიდა და ყურადღების მიქცევა სცადა, მაგრამ ისევ უშედეგოდ.

,,ძალიან ცუდათ ვარ, ნუ სხვანაირად როგორ შეიძლება იყო. მრცხვენია, დიახ და თან მიხარია, რომ ცოცხალი ვარ. დღეს ის დილაა, როცა სიცოცხლეც მიხარია, რამდენიმე ადამიანს გაუჩდა კითხვა, რატომ მივიდა ამ ზომამდეო და შევეცდები,  ვთქვა, რატომ და აუცილებლად გეტყვით, რომ გამოსავალი ისევ ბრძოლაა. უბრალოდ ძალიან დავიღალე… ნეტა, მარტო ბუნებრივი აირი იყოს მიზეზი.

გადასარჩენად ვაგრძელებ ბრძოლას, ჩვენს შვილებს უნდა ჰქონდეთ სიცოცხლის უფლება”, – დაწერა ქალბატონმა თამუნამ სოციალურ ქსელში.
Cesko