“ზუსტად ვიცი, ერთ დღესაც მთელი მსოფლიო გაიგებს და შეიყვარებს მის განსაკუთრებულ ხმას!” – ნინი შერმადინი 36 წლის გახდა: მომღერლის ამერიკული ცხოვრება და გზა წარმატებისკენ

0
336
50 Views

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი იუბილარია. ნინი 36 წლის გახდა და მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან უამრავი მილოცვა მიიღო: “ჩემი გულიანი, ცოტა გულუბრყვილო, ალალი და კეთილი გოგო, ნინი შერმადინი დაიბადა დღეს! უდიდეს ბედნიერებას იმსახურებს თავისი ნიჭიერებისთვის, ადამიანობისთვის და შრომისმოყვარეობისთვის! ზუსტად ვიცი, ერთ დღესაც მთელი მსოფლიო გაიგებს და შეიყვარებს მის განსაკუთრებულ ხმას! მიყვარხარ და გილოცავ! ბედნიერი მინდა მყავდე სულ!“, – წერს ნოდიკო ტატიშვილი. “ვულოცავ დაბადების დღეს ამ სილამაზეს, მიყვარხარ, დედიკო! შენ ჩემი ბედნიერება ხარ” – დაწერა ნინი შერმადინის ქალიშვილმა მარიამ ციცაგმა.

2003 წელს მონაწილეობა მიიღო მონაწილეობა პროექტში „ნუცას სკოლა“ (იმედის არხი). 2005 წელს გაემგზავრა იურმალაში „ახალ ტალღაში“ მონაწილოების მისაღებად. გახდა პირველი მომღერალი დამოუკიდებელი საქართველოდან, რომელიც მონაწილეობას იღებდა კონკურსში. იქვე ფესტივალის მუზის, ალა პუგაჩოვას პრიზი მიიღო. 2007 წელს გახდა „იმედის ტალღის“ წამყვანი. 2008 წელს იმავე პროექტში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული გახდა. 2010 წელს მიიღო მონაწილეობა ბერძნულ X Factor!-ში, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა.

ნინი შერმადინი იმყოფებოდა ქორწინებაში. მისი მეუღლე ვაჟა ციცაგი იყო. როცა წყვილი დაშორდა, ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ვაჟა ქალების მოყვარული გამოდგა და ნინის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომღერალი ამ ჭორს სასტიკად უარყოფდა:

“ეს ჭორი დიდი შეურაცხყოფაა, პირველ რიგში, ვაჟასი და მერე ჩემი. გამოდის, რომ სულელი ვარ, რომ ასეთ ვამპირს და ფსიქოპათს გავყევი ცოლად. ეს ბევრჯერ დაიწერა და მეც სულ ვიმეორებ, ხალხო, მსგავსი სისულელე აღარ თქვათ-მეთქი. ხომ შეიძლება ორმა ადამიანმა ერთმანეთს ვერ გაუგოს? ადამიანები არ შეიძლება სკანდალის გარეშე დაშორდნენ? მეც და ვაჟაც ძალიან ჯიუტები ვართ. ორივეს ჩვენი პრინციპები გვაქვს. მე ჩემს პრინციპებს ვერაფრით გადავაბიჯე. სულით ხელოვანი ვარ და ბავშვობიდან ვოცნებობ, ჰოლივუდის მსახიობი ან მომღერალი ვიყო და “გრემიზე” საუკეთესო მომღერლად დამასახელონ. ჩემი შრომისმოყვარეობისა და ნერვების წყვეტის ფასად მალე დიდ წარმატებებს მივაღწევ. ვაჟა კარგი ადამიანია, მაგრამ წარმატებას მარტო უფრო მივაღწევ, ვიდრე ვაჟასთან ერთად.

ყოველთვის გვერდში მედგა, “იქს ფაქტორიდან” დაწყებული. მაგრამ ქართველ კაცს ცოლი სახლში უნდა. რთულია, ცოლი ერთი თვე წავიდეს და კაცი სახლში დარჩეს. მე არ ვცხოვრობ ჩვეულებრივი, რიგითი ქალის ცხოვრებით. ხელოვანის ცხოვრება მაქვს. როგორ ფიქრობ, დედაჩემისა და მამაჩემისთვის ადვილი ასატანია, შვილი ღამის თორმეტ საათზე რომ გადის სახლიდან და ოთხზე შემოდის? მაგრამ იმდენად მენდობიან, რომ ეს სალაპარაკო თემა არ ხდება. ჩემი მიზანი ისაა, რომ ოცნება ავისრულო და ჩემი შვილი უზრუნველყოფილი იყოს. ჩემსა და ვაჟას შორის ბოლო დროს ურთიერთობა დათბა, შვილს ნახულობს. ვაჟამ გაიგო, რომ მე ჩემი კარიერა მაქვს გასაკეთებელი, მიხვდა, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ და მისი შვილის დედა არაფერს შეურაცხმყოფელს არ აკეთებს” – ამბობდა ნინი “რეიტინგთან” ინტერვიუში.

ნინის ერთი შვილი, მარიამი ჰყავს, რომელიც წლების მანძილზე ბებიასთან და ბაბუასთან, საქართველოში ცხოვრობდა. რამდენიმე წლის წინ ნინიმ მოახერხა შვილის ამერიკაში წაყვანა, მოგვიანებით კი, პანდემიის პერიოდში, მას, სამწუხაროდ, დედა და მამა გარდაეცვალა.

ახლა ნინი ამერიკაში ცხოვრობს, მუშაობს და, პარალელურად, მუსიკალურ სფეროშიც საქმიანობს.

სხვა ახალი ამბები:

https://split.spnews.io/ka/archives/182581

ამერიკელმა მსმენელმა ის “ვოისის” შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა, ნინი ნახევარფინალშია: „სამმაგი აქტიურობა გვჭირდება, რომ ნინი გახდეს ფინალისტი!“ – ნახეთ, როგორ მივცეთ ხმა ნინი ბრეგვაძეს

რა საფრთხეს შეიცავს და როგორ ვებრძოლოთ აირებს ნაწლავებში – გიორგი ღოღობერიძის რჩევა მოსახლეობას

რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ოჯახში ტრაგედია დატრიალდა – საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

28 წლის კაცი, აშშ-ის მოქალაქე, ქეისი ვილკინსონი, თბილისში ჯერ ყოფილ ცოლს კლავდა, მერე საშველად მისულ გამვლელებს მანქანით დაეჯახა და ბოლოს ცივი იარაღით მათ მოკვლასაც აპირებდა – დეტალები

მხიარული რეკლამითა და მიმზიდველი შეფუთვის დიზაინით ცნობილ სასმელს 21 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა – შესაძლოა, ყოველდღე სვამთ, თუმცა მისი მავნე ნივთიერებების შესახებ არაფერი იცით! (ვიდეო)

“ბებია და ბაბუა” – კუზანოვების ოჯახური იდილია და ნინო ნადირაძე ბებიის ამპლუაში (ფოტო-ვიდეო)

ემოციური ვიდეო: მამის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ბიჭი, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს – დეტალები

“ეს ამბავი მოახლოვებულმა მაიმუნის წელიწადმა გამახსენა”- რას წერს ლაშა ამირეჯიბი

“ზამთარი ვარდსა დააჭკნობს” – ოთო ბაზერაშვილის გენიალური შესრულება

ვიდეო: “საახალწლო სამზადისი” – როგორია ვარსკვლავური წყვილის, ნიცა თავაძისა და ხვიცა კვარაცხელიას იტალიური ბინა და საახალწლო ნაძვის ხე

მანანა არჩვაძიდან მაკა ჩიჩუამდე – საქართველოს “პირველი ქალბატონები”, მათი პირადი ცხოვრება, გავლენა და უცნობი ამბები

„ამოდენა თავხედობა რატომ გაქვს, რომ გგონია, ოდესმე ამისთვის მზად იქნები?!“ – რატომ უთხრა ეს სიტყვები პატრიარქმა გია ბუღაძეს

“საქართველოს მძიმე პერიოდები ელის…” – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

ცისანა სეფიაშვილი გათხოვდა – ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი – დეტალები

16 წლის გოგომ საკუთარ ახალშობილს ყელი გამოჭრა და ჩანთაში დამალა – სად მოხდა საშინელება

“ჩიტმა ამბავი მომიტანა…” – ვინ ჩამოჰყავს ნაცმოძრაობას საარჩევნოდ?! – რას წერს ელისო კილაძე

ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ

 

Cesko