28 წლის კაცი, აშშ-ის მოქალაქე, ქეისი ვილკინსონი, თბილისში ჯერ ყოფილ ცოლს კლავდა, მერე საშველად მისულ გამვლელებს მანქანით დაეჯახა და ბოლოს ცივი იარაღით მათ მოკვლასაც აპირებდა – დეტალები

0
949
42 Views

კიდევ ერთი კრიმინალური საქმე – ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით. თბილისი, ზღვის უბანი. დღის 4 საათი. 24 წლის გოგოსა და 28 წლის მამაკაცს შორის კონფლიქტი ავტომობილში იწყება. ყოფილი ქმარი ახალგაზრდა გოგოს შერიგებას სთხოვს, რაზეც უარს იღებს. სწორედ აქედან იწყება მუქარა, ძალადობა და თავდასხმა.

ყოფილი ცოლი გაქცევას ცდილობს. დასახმარებლად ორი ახალგაზრდა მიდის. მოძალადე კი მათ დიდი სიჩქარით ეჯახება. მამაკაცი ცდილობს მაკრატლის გამოყენებასაც, რის საშუალებასაც დასახმარებლად მისულები არ აძლევენ. მკვლელობის მცდელობა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს.

დაკავებული მამაკაცის ადვოკატები დამნაშავის ექსტრადირებას ამერიკაში ითხოვენ, ვინაიდან ის ამერიკის მოქალაქეა.

28 წლის კაცმა ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა. სცადა ანგარიშსწორება გამვლელებზეც, რომლებმაც მოძალადეს მსხვერპლი ქალის მოკვლის საშუალება არ მისცეს.

ქალის განწირული ყვირილი 21 წლის გიორგიმ ავტობუსიდან ჩასვლისას გაიგო. ის იყო პირველი ადამიანი, ვინც მოძალადის შეჩერება სცადა. მალევე ადგილზე კიდევ ერთი, 17 წლის ბიჭი მივიდა და მსხვერპლი ქალის დამშვიდებას ცდილობდა. სწორედ ამ დროს ამოიღო მოძალადე მამაკაცმა მიზანში სამივე პირი.

სანამ გიორგი მოტეხილი ხელით, მოძალადისთვის ცივი იარაღის წართმევას ცდილობდა, მიწაზე უგონოდ იწვა 17 წლის ბიჭი, რომელმაც ავტომობილის დაჯახებით, მძიმე დაზიანებები მიიღო. კლინიკიდან უკვე გამოწერეს, “კურიერი P.S” არასრულწლოვანთან სახლში მივიდა, თუმცა მძიმე სტრესის ფონზე მოზარდი მომხდარზე ვერ საუბრობს. ჯერ ვერც ჩვენების მიცემას ახერხებს.

გამოძიება ჯერ ისევ აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ქეისი ვილკინსონს დანაშაული დაგეგმილი ჰქონდა. მან სასამართლოში ბრალი უარყო. ადვოკატები დაკავებულის ფსიქიკურ პრობლემებზე მიანიშნებენ და აპირებენ, მისი შტატებში ექსტრადირება მოითხოვონ.

ბრალდებულის ადვოკატებს ექსტრადირების მოთხოვნით ჯერ პროკურატურისთვის არ მიუმართავთ. ბრალის უარყოფის მიუხედავად კი, ბრალდებულის წინააღმდეგ საქმეში უკვე დევს არაერთი მტკიცებულება. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზაც.

ქეისი ვილკინსონის საქმის განხილვა იანვარში ჩაინიშნა. შეცვლის თუ არა პოზიციას დაკავებული, სასამართლო სხდომაზე გაირკვევა. სამი პირის განზრახ მკვლელობის ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: რუსთავი 2

სხვა ახალი ამბები:

მხიარული რეკლამითა და მიმზიდველი შეფუთვის დიზაინით ცნობილ სასმელს 21 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა – შესაძლოა, ყოველდღე სვამთ, თუმცა მისი მავნე ნივთიერებების შესახებ არაფერი იცით! (ვიდეო)

“ბებია და ბაბუა” – კუზანოვების ოჯახური იდილია და ნინო ნადირაძე ბებიის ამპლუაში (ფოტო-ვიდეო)

ემოციური ვიდეო: მამის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ბიჭი, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს – დეტალები

“ეს ამბავი მოახლოვებულმა მაიმუნის წელიწადმა გამახსენა”- რას წერს ლაშა ამირეჯიბი

“ზამთარი ვარდსა დააჭკნობს” – ოთო ბაზერაშვილის გენიალური შესრულება

ვიდეო: “საახალწლო სამზადისი” – როგორია ვარსკვლავური წყვილის, ნიცა თავაძისა და ხვიცა კვარაცხელიას იტალიური ბინა და საახალწლო ნაძვის ხე

მანანა არჩვაძიდან მაკა ჩიჩუამდე – საქართველოს “პირველი ქალბატონები”, მათი პირადი ცხოვრება, გავლენა და უცნობი ამბები

„ამოდენა თავხედობა რატომ გაქვს, რომ გგონია, ოდესმე ამისთვის მზად იქნები?!“ – რატომ უთხრა ეს სიტყვები პატრიარქმა გია ბუღაძეს

“საქართველოს მძიმე პერიოდები ელის…” – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

ცისანა სეფიაშვილი გათხოვდა – ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი – დეტალები

16 წლის გოგომ საკუთარ ახალშობილს ყელი გამოჭრა და ჩანთაში დამალა – სად მოხდა საშინელება

“ჩიტმა ამბავი მომიტანა…” – ვინ ჩამოჰყავს ნაცმოძრაობას საარჩევნოდ?! – რას წერს ელისო კილაძე

ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ

 

Cesko