“ძლიერი ქალი გავხდი, რკინასავით ვარ… ხანდახან საკუთარი სიტყვებისაც მეშინია” – წარუმატებელი ქორწინება, წარმატებული კარიერა და მარტოხელა დედობა: მარიამ როინიშვილის ცხოვრება

0
1155
47 Views

მარიამ როინიშვილი მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დედას ბავშვობიდან დაჰყავდა შვილები ოპერაში, ამიტომ მარიამის სამომავლო პროფესიაზე ამან დიდი გავლენა იქონია – იგი ქართველი სოპრანოა. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მარიამს ოპერა დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული “ჩიკაგოში” ველმას როლია. მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ.

ოჯახი საკმაოდ ახალგაზრდამ, 20 წლისამ შექმნა. მარიამის რჩეული მსახიობი გიორგი მახარაძე გახლდათ. გიორგი მარიამის ძმის, კოკოს კურსელი და მეგობარი იყო. ქორწინებაში წყვილს ერთი ქალიშვილი შეეძინა. თუმცა მათი ურთიერთობა მალე დამთავრდა.

“ძალიან მალე გავიზარდე. 20-დან 25 წლამდე ჩემს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა. 22 წლის ვიყავი, როცა ქმარს გავშორდი  და უცებ სხვა მარიამი გავხდი. ამ ნახტომისთვის მზად არ ვიყავი  და ცოტა შეშინებული ვარ. შვილმა და გამოცდილებამ ერთდროულად შემცვალა. ადამიანებს ისედაც არ ვენდობოდი, რაც ჩემს დიდ მინუსად მიმაჩნია, მაგრამ ახლა უფრო გამიორმაგდა უნდობლობა როგორც მამაკაცების, ასევე ზოგადად, ადამიანების მიმართ. მგონია, რომ მეორე ნახევრის არჩევა ძალიან გამიჭირდება, უპირველესად, ერთგულებას  მივაქცევ ყურადღებას.

ძლიერი ქალი გავხდი,  რკინასავით ვარ. ხანდახან საკუთარი სიტყვებისაც მეშინია, მაგრამ ამ ეტაპზე მგონია, რომ ვერაფერი დამანგრევს. არ ვიცი, ეს თავდაჯერება საიდან მოვიდა, ცოტა კაცურ ძალას ვგრძნობ, რაც არ მომწონს. არ მინდა ელენესთვის  დედაც ვიყო და მამაც, მაგრამ ვხვდები, რომ  ზედმეტი ვალდებულებები დამეკისრა. ასეთი ძლიერი არასდროს ვყოფილვარ. ლერწამივით ვიყავი, ცოტა მიამიტიც კი. ასეთი მარიამი უცებ გავხდი, ყოველგვარი ეტაპების გავლის გარეშე”, – ამბობდა მარიამ როინიშვილი.

წყვილი დაახლოებით 2 წლის მანძილზე მალავდა დაშორების ამბავს – ამ ამბავს არაერთი ჭორი მოჰყვა. იმასაც ამბობდნენ, რომ გიორგიმ მარიამს უღალატა.

“ჩვენ შორის გაჩნდა ბზარი. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ხასიათი გვაქვს, რაღაცები მას სხვანაირად ესმის, მე კიდევ – სხვანაირად. ჩვენ შორის ვერ მოხდა თანხვედრა. ისიც ვერ მოხერხდა, რომ ცალკე გვეცხოვრა და, რასაკვირველია, ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზი. ერთმანეთი არ დაგვიხოცავს და ისე არ დავშორებულვართ. ის, რომ ოჯახი დაგვენგრა, ჩემი და მარიამის ბრალია და არა – სხვის” – ამბობდა გიორგი მახარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამბობდნენ, რომ გიორგი მარიამს შერიგებას ერთი წლის განმავლობაში სთხოვდა, თუმცა – ამაოდ. ამჯერად გიორგის ახალი ოჯახი ჰყავს – მისი რჩეული მსახიობი მარიამ ნადირაძეა. წყვილს ერთი შვილი, ნიკა ჰყავს.

“რთული პერიოდი გარეგნულად მხოლოდ სახლში მეტყობა. ამაზე თამრიკო ყოველთვის მეჩხუბება, ნუ ითრგუნებიო. გარეთ გავალ თუ არა, არაფერი მემჩნევა. ყოველთვის ვიღიმი და ვიპრანჭები, რადგან ვერ ვიტან, როცა უცხო თვალი მატყობს, რომ კარგად არ ვარ. მძულს, როცა ვინმეს ვეცოდები. ამიტომ თუკი რამე მიჭირს, ეს მხოლოდ სახლში ხდება.

ერთადერთი, ვინც ჩემს რთულ პერიოდს ვერ ამჩნევს, ელენეა, რადგან მასთან არაფერს ვამჟღავნებ. შვილთან თუ შევიმჩნიე ცუდად ყოფნა, ეს ჩემი ყველაზე დიდი მინუსი იქნება” – ამბობდა მარიამი.

მარიამის ცხოვრებაში ახლა ყველაზე პრიორიტეტული შვილია. ელენეს დედა ყურადღებას არ აკლებს და მისი წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს. თავად მარიამის პირად ცხოვრებაში ახალი მამაკაცი ჯერ არ გამოჩენილა.

“ყველაზე რთულია ერთდროულად იყო წარმატებული ოჯახშიც და კარიერაშიც. ორივეგან მაქსიმალური აკეთო – წარმოუდგენელიც კია. ჩემი მთავარი საფიქრალი ელენე და კარიერაა” – ამბობს მარიამი.

წყარო: marao.ge

სხვა ახალი ამბები:

“1-ელი დე­კემ­ბრი­დან 1-ელ მარ­ტამ­დე 100 ლარით დაჯარიმდება ავტომობილის მფლობელი, თუ …”

ვის გაეზრდება ხელფასები 2024 წლის იანვრიდან – ნახეთ ხართ თუ არა სიაში

“ზუსტად ვიცი, ერთ დღესაც მთელი მსოფლიო გაიგებს და შეიყვარებს მის განსაკუთრებულ ხმას!” – ნინი შერმადინი 36 წლის გახდა: მომღერლის ამერიკული ცხოვრება და გზა წარმატებისკენ

ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი – ამინდი მკვეთრად უარესდება

ამერიკელმა მსმენელმა ის “ვოისის” შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა, ნინი ნახევარფინალშია: „სამმაგი აქტიურობა გვჭირდება, რომ ნინი გახდეს ფინალისტი!“ – ნახეთ, როგორ მივცეთ ხმა ნინი ბრეგვაძეს

რა საფრთხეს შეიცავს და როგორ ვებრძოლოთ აირებს ნაწლავებში – გიორგი ღოღობერიძის რჩევა მოსახლეობას

რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ოჯახში ტრაგედია დატრიალდა – საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

28 წლის კაცი, აშშ-ის მოქალაქე, ქეისი ვილკინსონი, თბილისში ჯერ ყოფილ ცოლს კლავდა, მერე საშველად მისულ გამვლელებს მანქანით დაეჯახა და ბოლოს ცივი იარაღით მათ მოკვლასაც აპირებდა – დეტალები

მხიარული რეკლამითა და მიმზიდველი შეფუთვის დიზაინით ცნობილ სასმელს 21 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა – შესაძლოა, ყოველდღე სვამთ, თუმცა მისი მავნე ნივთიერებების შესახებ არაფერი იცით! (ვიდეო)

“ბებია და ბაბუა” – კუზანოვების ოჯახური იდილია და ნინო ნადირაძე ბებიის ამპლუაში (ფოტო-ვიდეო)

ემოციური ვიდეო: მამის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ბიჭი, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს – დეტალები

“ეს ამბავი მოახლოვებულმა მაიმუნის წელიწადმა გამახსენა”- რას წერს ლაშა ამირეჯიბი

“ზამთარი ვარდსა დააჭკნობს” – ოთო ბაზერაშვილის გენიალური შესრულება

ვიდეო: “საახალწლო სამზადისი” – როგორია ვარსკვლავური წყვილის, ნიცა თავაძისა და ხვიცა კვარაცხელიას იტალიური ბინა და საახალწლო ნაძვის ხე

Cesko