ალტ-ინფომ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მისმა წევრებმა, ზურაბ მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ თბილისის მერიასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და შენობის წინ დაწვეს.
პოლიციას ადგილზე მისასვლელად თითქმის ერთი საათი დასჭირდა, უცნობია, საცობის გამო, თუ რამე სხვა დამაბრკოლებელი გარემოება შეექმნათ. აღნიშნული პირები დააკავეს.
ზურაბ მახარაძის თქმით, ეს არის პროტესტი ორი დღის წინ, მცხეთის გამგეობაზე აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვის გამო ერთ პირისთვის პატიმრობის შეფარდების წინააღმდეგ.
20 დეკემბერს, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით პროკურატურამ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, მოქალაქე ლაშა შარუხიამ მცხეთის ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა.
დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, ლაშა შარუხიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
მალევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე მღვდელმა: მღვდელმა გენადი გოგილაშვილმა, მღვდელმა იაკობ მესტვირიშვილმა და დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა ვიდეო გაავრცელეს, სადაც მცხეთის გამგეობაზე აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვისთვის დაკავებულს სოლიდარობა გამოუცხადეს: “სოლიდარობა ლაშა შალუხიას – დაწვით ევროკავშირის დროშა” – იხილეთ ვიდეო:
თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში, უკვე 5 საათზე მეტია, კომენტარებში, ევროკავშირის დროშის დაწვის მოწოდებები ვრცელდება ვიდეოსთან ერთად და გარდა ამისა, მოთხოვნა, გათავისუფლდეს ლაშა შამუხია.
სხვა ახალი ამბები:
https://split.spnews.io/ka/archives/183004
ჯარიმა 1000 და 3000 ლარი იქნება – საყურადღებო ინფორმაცია მძღოლებისთვის
🎥 “ნამდვილი თეთრი გედი” – ლიზა ჩიჩუას ახალმა ვიდეომ საზოგადოება აღაფრთოვანა
რა გახდა მარიამის გარდაცვალების მიზეზი – ძალიან მძიმე და სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა – უახლესი ინფორმაცია