„ვირუსის გავრცელების პიკზე მწვანე პასპორტის გაუქმება, განუკითხაობა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა“ – გია ხუხაშვილი

0
513
32 Views

„როცა ვირუსის გავრცელების პიკზე ვართ, პასპორტის გაუქმება განუკითხაობას უწყობს ხელს“, – ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში განაცხადა.

ექსპერტი დაწესებულ შეზღუდვებს ფორმალობას უწოდებს და ამბობს, რომ მისი აღსრულება საერთოდ არ ხდება.

ამასთან, ხუხაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს სპეციალისტების აზრი გათვალისწინებული არ არის.

„მწვანე პასპორტის გაუქმება არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, არ მგონია ამას სპეციალისტები ეთანხმებოდნენ. მწვანე პასპორტის გაუქმებით განუკითხაობას უწყობენ ხელს. ის რეგულაციებიც კი, რომლებიც არსებობს, არ კონტროლდება და არანაირად არ არის დაცული. ფორმალობად იქცა საერთოდ პირბადის ტარება, სოციალურ დისტანციაზე არაფერს ვამბობ. არ მომწონს ის მიდგომა, როდესაც  პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიიღება იქ, სადაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება.

სრულიად აშკარაა, რომ სპეციალისტების აზრი საერთოდ არ არის გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილებებში. პოლიტიკური მოტივებით მიიღება გადაწყვეტილებები, სხვების აზრს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე სპეციალისტების. 3 მუშკეტერი, რომლებიც არასდროს უპირისპირდებოდნენ ხელისუფლებას, ჩანს, რომ მთავრობის მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

Cesko