ჯარიმა 1000 და 3000 ლარი იქნება – საყურადღებო ინფორმაცია მძღოლებისთვის

December 22, 07:38
0
6938

დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის, ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიციირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

პროექტით, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით. ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს. მოქმედი ნორმით, აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.

ცვლილებების ინიციატორი „ქართული ოცნებაა“, რომელიც განმარტავს, რომ დედაქალაქში 650 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება, მათ შორის დიდი გაბარიტების მქონე 37 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, რაც ქმნის ე.წ. საცობებს და საავარიო სიტუაციების წარმოქმნის რისკს, განსაკუთრებით პიკის საათებში, ხოლო მათი დაზიანება დიდ ზეგავლენას ახდენს გზის გამტარუნარიანობაზე.

„დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების ავარიების შემთხვევაში გადაადგილების გაცილებით უფრო დიდი ხნით შეფერხება ხდება, რაც საბოლოო ჯამში, იწვევს პიკის საათის გახანგრძლივებას, რაც დარეგულირებას საჭიროებს“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

სხვა ახალი ამბები:

დიდი დიღმიდან სარაჯიშვილისკენ, შემდგომ კი სადგურის მოედნისკენ ტრამვაის ხაზის გაყვანა განიხილება – Ramboll-ის რეკომენდაცია

“ათი ექიმიდან ათივეს თვალებში იკითხებოდა, ან გადარჩება, ან – ვერა”- რა უმძიმესი დაავადება აღმოაჩნდა პაატა გულიაშვილს

„ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ შვილისა და შვილიშვილების პატრონი ბატონი გრიშა გამგეობის იმედად იქნებოდა…“ – ნინო ჯღარკავამ  ყველასთვის საყვარელი მსახიობი მოხუცთა თავშესაფარში მოინახულა 

🎥 “ნამდვილი თეთრი გედი” – ლიზა ჩიჩუას ახალმა ვიდეომ საზოგადოება აღაფრთოვანა

(ვიდეო) სოციალურ ქსელში მდუმარე ბერი ნიკოლოზის ახალი კადრები გავრცელდა – ვიდეოს საზოგადოების ნაწილის გამოხმაურება მოჰყვა

 

ბრაზილიის ულამაზესი სანაპირო და პატარა დუდა, რომელიც ეკრანზე პირველად გამოჩნდა – ნახეთ ბერას ახალი კლიპი (ვიდეო)

 

საფრანგეთში დაკავებულია ქართველი, 5 შვილის დედა, რომელმაც ქმარი, სავარაუდოდ, თოკით გაგუდა – რას ამბობენ მოკლულის და სავარაუდო დამნაშავის ახლობლები: ახალი დეტალები

 

რა გახდა მარიამის გარდაცვალების მიზეზი – ძალიან მძიმე და სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

 

როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა – უახლესი ინფორმაცია

 

დასახელდა 2024 წლის ფავორიტი ნიშნები – ზოდიაქოს პროგნოზი

Cesko