პაატა გულიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ჰყვება, რის გამოც ცხოვრების წესი რადიკალურად შეიცვალა:
„აღმომაჩნდა შაქარი და კიდევ უფრო სერიოზული დაავადებაც. თურქეთში მომიწია წასვლა იმისთვის, რომ სწორი დიაგნოზი დაესვათ. აღმომაჩნდა დივერტიკულიტი. ამ დაავადებას წამალი ვერ კურნავს. თუ გინდა, რომ იყო კარგად, ცხოვრების წესი უნდა შეიცვალო. ამის გამო ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმამ. ალბათ, ამიტომაც გავხდი სევდიანი. ხანდახან რომ ვფიქრობ, ის ჩემი ბოჰემური ცხოვრება გარკვეულწილად ნიღაბი იყო. ყოველდღე ქეიფსა და დროსტარებაში არ ვყოფილვარ.
ისეთი ტკივილები გამოვიარე, მართლაც შეიძლება ითქვას, სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ათი ექიმიდან ათივეს თვალებში იკითხებოდა, ან გადარჩება, ან – ვერაო. სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა დავმორჩილებოდი ექიმებს. როგორც კი მივხვდი, სწორი კვებით უკეთესად ვგრძნობ თავს, ბუნებრივია, გავყევი ამ ყველაფერს. სრულიად უარი ვთქვი ღორის ხორცზე. ვგიჟდები, ისე მენატრება მწვადი, მაგრამ კატეგორიულად ამოვიღე, ასევე ყველანაირი გაზიანი სასმელი, მათ შორის მინერალურიც, ცხარე, მჟავე… ძალიან შემიყვარდა წყალი და დღეს უკვე ორ ლიტრს ვსვამ დღეში…“
სხვა ახალი ამბები:
🎥 “ნამდვილი თეთრი გედი” – ლიზა ჩიჩუას ახალმა ვიდეომ საზოგადოება აღაფრთოვანა
რა გახდა მარიამის გარდაცვალების მიზეზი – ძალიან მძიმე და სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა – უახლესი ინფორმაცია