საფრანგეთში დაკავებულია ქართველი, 5 შვილის დედა, რომელმაც ქმარი, სავარაუდოდ, თოკით გაგუდა – რას ამბობენ მოკლულის და სავარაუდო დამნაშავის ახლობლები: ახალი დეტალები

0
1460
85 Views

ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობლები, “კურიერს” უდასტურებენ, რომ წყვილს შორის კონფლიქტი საქართველოში ყოფნის დროსაც ხშირად ხდებოდა. საფრანგეთში მცირეწლოვან შვილებთან ერთად წასული ცოლ-ქმრის ჩხუბი, საბოლოოდ კაცის მკვლელობით დასრულდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, 28 წლის ლანა ხუნწარიამ მეუღლე გვიან ღამით გაგუდა. მოკლული 32 წლის მარად სურმანიძეა.

ცოლ-ქმარს ხუთი შვილი ჰყავს, რომლებიც დანაშაულის დროს სახლში იმყოფებოდნენ. ახლობლების ინფორმაციით, ოჯახი საფრანგეთში ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემების გამო წავიდა. წყვილი მცირეწლოვნებთან ერთად ქალაქ ტულონში ცხოვრობდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მეზობლებს დახმარებისთვის ბავშვებმა მიმართეს, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებს 32 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქალი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა გამოძიება მას შემდეგ შეწყდა, რაც დაზარალებულმა საჩივარი უკან გაიტანა.

28 წლის ლანა ხუნწარია ქმრის მკვლელობის ბრალდებით ახლა წინასწარ პატიმრობაშია. ჯერ უცნობია აღიარებს თუ არა ის დანაშაულს. ხუთი არასრულწლოვანი ქალაქ ტულონის სოციალურმა სამსახურმა თავშესაფარში გადაიყვანა.

წყარო: „რუსთავი2″

სხვა ახალი ამბები:

რა გახდა მარიამის გარდაცვალების მიზეზი – ძალიან მძიმე და სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

რა გახდა მარიამის გარდაცვალების მიზეზი – ძალიან მძიმე და სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

დასახელდა 2024 წლის ფავორიტი ნიშნები – ზოდიაქოს პროგნოზი

ბიჭი ადგილზე დაიღუპა, გოგონას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა… – უმძიმესი ავარიის დეტალები

ბავშვი 2 კვირის წინ გაკაწრა, 4 დღის წინ ძაღლი იპოვეს მკვდარი… – ცნობილი ხდება ახალი ინფორმაცია მოზარდზე, რომელსაც ეძებენ

ბრაზილიის ულამაზესი სანაპირო და პატარა დუდა, რომელიც ეკრანზე პირველად გამოჩნდა – ნახეთ ბერას ახალი კლიპი (ვიდეო)

Cesko