ხმაური საქალაქო სასამართლოში – მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე დარბაზიდან გააძევა

0
1084
53 Views

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

რამდენიმე წუთის წინ ერთმანეთს მამუკა ხაზარაძე და საქმის პროკურორი დაუპირისპირდნენ, რის გამოც დარბაზში ვითარება დაიძაბა.

ამის შემდეგ მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა. მან დარბაზი მანდატურების თანხლებით დატოვა.

სასამართლო პროცესი გრძელდება. მოსამართლემ შესაძლოა, გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს,  ან გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი დანიშნოს. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

Cesko