რობერტ სტურუა:”აქაც მაჯობე, ძვირფასო რეზო! მე მინდოდა, მაგრამ დავაგვიანე, მაპატიე! მომიმზადე ერთი ადგილი ბელეტაჟში!“

January 11, 12:22
0
784

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა პოეტ რეზო ამაშუკელს ემოიცური პოსტით ემშვიდობება.

„აქაც მაჯობე, ძვირფასო რეზო! აქაც დამასწარი, როგორც ყოველთვის! იქნებ, რაინდი პოეტი გზას მიკვალავს! დიდო მგოსანო, მე მინდოდა, მაგრამ დავაგვიანე, მაპატიე! სანამ სული მიდგას, შენ სამყაროში ვინავარდებ. მერე კი ერთად გავაგრძელოთ! მომიმზადე ერთი ადგილი ბელეტაჟში! ღამურებს კი აღმოსავლეთში მოუვლიან! აბა, შეხვედრამდე!“, – წერს სტურუა.

Cesko