88 Views
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა ირაკლი ჭკადუა. მას შოუბიზნესის სფეროში კარგად იცნობდნენ. ამ დილით თბილისში ირაკლი ჭკადუა ოჯახმა გარდაცვლილი სახლში იპოვა. 37 წლის ბიზნესმენმა კორონავირუსი 1 თვის წინ გადაიტანა, თავს ნორმალურად გრძნობდა, თუმცა მოულოდნელად მისი ცხედარი საწოლში ოჯახის წევრმა ნახა.
ის ჯერ თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის თანამშრომელი იყო, მერე კი კერძო ბიზნეს საქმიანობა წამოიწყო და კომპანია AWARD-ის დამფუძნებელი იყო.
“ძალიან მძიმე დილა გათენდა. მეგობრებისთვის დაბადებული ადამიანი… ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ცხოვრების მოყვარული ადამიანი, ასე მალე დაგვტოვებდი. ჩემო ძმაო ირაკლი, ღმერთმა ნათელში გამყოფოს”, – დაწერა სოციალურ ქსელში კახა მამულაშვილმა.