ერთმა თავის ჩამოხრჩობა სცადა, მეორემ ვენები გადაიჭრა – რა მოხდა სამეგრელოში?

January 3, 17:41
0
512

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 23 და 24 წლის ახალგაზრდებმა თვითმკვლელობა სცადეს. Report.ge-ს ინფორმაციით ერთმა მათგანმა თავის ჩამოხრჩობა სცადა, ხოლო მეორემ ვენები გადაიჭრა. ორივე მათგანი მეზობლებმა გადაარჩინეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები. ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც Report.ge-ს წყარო უყვება, ბიჭები ერთმანეთთან მეგობრობენ. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

Cesko