თამაზ მეჭიაურის ქეიფები კაპოტზე – ,,ქეიფი უხდებოდა, სხვანაირად დადიოდა წუთისოფელში”

0
1593
253 Views

პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურს დღეს უამრავი ადამიანი ემშვიდობება თბილი მოგონებებით.

,,სხვანაირად დადიოდა წუთისოფელში. სახეზე იარა ისევე ამშვენებდა, როგორც ღიმილი. სიარული უხდებოდა, ქეიფი უხდებოდა”, – ამბობს მასზე პოეტი ხარხელაური, რომელსაც თამაზ მეჭიაურთან 40-წლიანი მეგობრობა აკავშირებდა.

თამაზ მეჭიაური ხალხთან უშუალო ურთიერთობით გამოირჩეოდა. ამის გამოხატულება იყო მისი ქეიფების სერიები მანქანების ,,კაპოტზე”. ამაზე თავადაც იუმორით წერდა ხოლმე და ფოტოებსაც აქვეყნებდა.

,,ეს უკვე მეექვსე კაპოტი. მალე მეშვიდეც იქნება”, – წერდა თამაზ მეჭიაური. ,,ნამდვილი ვაჟკაცები სწორედ ასე იქცევიან”, – უწერდნენ კომენტარებში.

თიანეთის მერობის დროს თამაზ მეჭიაურის ოპონენტი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი იყო და თიანეთში მომხდარი ერთ-ერთი მკვლელობის დროს ის სწორედ ,,კაპოტზე” ქეიფებს გადასწვდა.

„დანაშაული ჩადენილია სიმთვრალეში, რაც ჩემთვის ძალიან საგანგაშოა. როცა მე გამოვდიოდი და საჯაროდ ვაკრიტიკებდი საჯარო სივრცეში ალკოჰოლური თრობის საწინააღმდეგო კამპანიას და ბევრი იუმორიც ხვდებოდა ამას, რომ კაპოტზე ქეიფის პროპაგანდირება, ეს ჩვეულებრივი ამბავია, სახუმარო ამბავია და არასერიოზული ამბავი, მე მგონი, ყველა დარწმუნდება, სამწუხაროდ, რა მძიმე შედეგები გამოიღო ამ მავნე ზეგავლენის ცხოვრების პროპაგანდირებამ.  როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი კაპოტზე ქეიფით საჯაროდ დემონსტრირებას და მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე და ყველამ იცის, რომ ჯიბით ატარებს კონიაკს, როცა სამუშაო კაბინეტში წიგნის ნაცვლად სავსეა ალკოჰოლური სასმელებით, ეს არის მავნე ზეგავლენის პირდაპირი პროპაგანდირება,“- აცხადებდა ქუცნაშვილი.

Cesko