“მიწისძვრის მიზეზია მრისხანება ღმრთისა, ხოლო მიზეზი მისი მრისხანებისა არის ჩვენი ცოდვები” – შალვა კეკელია

0
640
37 Views

დეკანოზი შალვა კეკელია სოციალურ ქსელში წერს:

„ყველას შეეშინდა მიწისძვრის. მე კი შემეშინდა მისი გამომწვევი მიზეზის. მიხვდით, რას გეუბნებით? სხვებს ეშინოდათ, რომ არ დანგრეულიყო ქალაქი და არ დაღუპულიყვნენ, მე კი მეშინოდა იმის, რომ უფალი მრისხანებდა ჩვენზე, რადგან მძიმეა არა სიკვდილი, არამედ მრისხანება უფლისა. ამიტომ მე შემეშინდა არა მიწისძვრის, არამედ მისი მიზეზის.

მიწისძვრის მიზეზი არის მრისხანება ღმრთისა, ხოლო მიზეზი მისი მრისხანებისა არის ჩვენი ცოდვები. ნურასოდეს შეგეშინდება სასჯელის, არამედ გეშინოდეს ცოდვისა, რის გამოც გატყდება სასჯელი თავზე. თუმცა მიწისძვრამ გაიარა, მაგრამ დე მისგან გამოწვეული შიში დარჩეს; რხევები მინელდა, მაგრამ კეთილკრძალულება ნუ მინელდება. ირყევა ქალაქი, რა მოხდა ასეთი? დაე, შენი სული ნუ შეირყევა მხოლოდ”

Cesko