53 Views
საფრანგეთში შელაპარაკების ნიადაგზე საქართველოს 25 წლის მოქალაქე მოკლეს. შემთხვევა ქალაქ მარსელში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს შეკამათება ეთნიკურად არაბ კაცთან მოუვიდა, რომელიც მისი მეუღლისთვის ტელეფონის მოპარვას ცდილობდა. დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს.
დაშავებულს მარსელის საავადმყოფოში 6-საათიანი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ის რამდენიმე წლის განმავლობაში საფრანგეთში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.
წყარო: „მთავარი არხი“